თბილისი (GBC) - Emaar Properties-ის დამფუძნებლისთვის საქართველო კომფორტულია. ქვეყანაში გარემო, ატმოსფერო, დარგობრივი პოლიტიკა, ისტორია და რეფორმებიც მოსწონს. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოჰამედ ალი ალაბარმა, Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი“ განაცხადა, რომ  საბოლოოდ, ყველაფერი უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დადებით პარამეტრებს.

მოჰამედ ალიმ აღნიშნა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის 9%-იან ზრდის პოზიტივზე, როცა 7%-იანიც საუკეთესოდ მიიჩნევა .

მან თავისი კომპანიის საინვესტიციო პორტფელზე ისაუბრა. პირად  განწყობებზე, ინტერესებზე, რაც შემდეგ ბიზნესიინტერესში გადაიზრდება ხოლმე, - .

„20- ზე მეტ ქვეყანაში გვაქვს ინვესტიციები. ყველაფერი იწყება იმით, რომ ქუჩაში გავდივარ და ვსეირნობ, ვნახულობ, რამდენად კომფორტულია გარემო. ძალიან კარგი მიღება მქონდა საქართველოში. ჩვენი წვლილი, სხვა ინვესტორების მოტივირების თვალსაზრისით, ძალიან დიდია - ის გამოიწვევს დომინოს ეფექტს და ახალგაზრდა სახელმწიფოებში კონცენტრირდება ინვესტიციები.

ალაბარი ბედნიერია, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დიდი პატივი ხვდა.

"ქვეყანამ მოიზიდა მდიდარი ადამიანი, რომელიც აქ ეძებს და პოულობს მშვიდობას, სტაბილურობას, კარგ ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ. ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ ამ ძლიერ, გონივრულ ხელმძღვანელობას ქვეყანაში. ბედნიერი ვარ, რომ  საქართველომ „იგლ ჰილს საქართველოს“ პროექტი მანდო“, - აღნიშნა მოჰამედ ალი ალაბარმა.