თბილისი (GBC) - FMCG* სექტორის 9 თვის შემოსავლები 17.9 მლრდ ლარია. წლიურად 10%-ით  გაზრდილია. 

 G&T -ის კვლევით,აქედან ყველაზე მაღალი ზრდა  +11.6%Y.Y ბრენდულ ქსელებზე მოდის (არაბნრენდულის ზრდა +7.5%Y.Y).

ბრენდული ქსელების შემოსავლიანობა ძირითადად განპირობებულია რეგიონალური ექსპანსიით და არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით. 1 მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში 2 მლნ-ს, რეგიონში 1.6 მლნ ლარს შეადგენს.

FMCG ბაზრის ლიდერობას "დეილი ჯგუფი" ინარჩუნებს. შეგახსენებთ ჯგუფი 11/2024-ში გამსხვილდა "ფუდმარტის" (ბრენდებით სპარი, იოლი და კალათა), "დეილის", "გვირილა რითეილის" და "რითეილ ჯგუფის" (მაგნიტი) ერთ ჰოლდონგად გაერთიანებით.

სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონელი