თბილისი (GBC) - ბანკების დეპოზიტები 15.8% წლიურ ზრდას ინარჩუნებს.
01.02.2026-ის მდგომარეობით, ბანკებში ფიზიკური და იურიდიული პირების, 66.83 მლრდ ლარის მიმდინარე, მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტებია და 42.5% საქართველოს ბანკის პორტფელზე მოდის. BOG-შია ასევე ფიზიკური პირების ყველაზე მეტი დეპოზიტი (₾16.5 მლრდ), საცალო ანაბრების 46%-ზე მეტი.
სებ-ის სტატისტიკით, იანვარში მთლიანი დეპოზიტები 116.7 მილიონით შემცირებულია, ძირითადად კომპანიების მიმდინარე ანგარიშების კლების ხარჯზე. ლარის მიმდინარე ანგარიშებზე 379 მილიონია (L/m - ₾430 მლნ)
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირებულია 47.4%-მდე. სავალუტო პორტფელში აშშ დოლარის წილი 78% -ს აღემატება.
ბანკების რეიტინგი საცალო დეპოზიტებით:
|
000 ₾ |
|
|
საქართველოს ბანკი |
16,548,003 |
|
თიბისი |
12,352,021 |
|
ლიბერთი ბანკი |
2,168,809 |
|
ბაზის ბანკი |
1,527,511 |
|
კრედო ბანკი |
1,129,131 |
|
პროკრედიტ ბანკი |
646,681 |
|
ტერა ბანკი |
620,309 |
|
ქართუ ბანკი |
515,257 |
|
ხალიკ ბანკი |
94,057 |
|
პაშაბანკი |
84,791 |
|
მიკრობანკი კრისტალი |
32,793 |
|
იშ ბანკ |
20,113 |
|
ვი–თი–ბი ბანკი |
3,316 |
|
ზირაათ ბანკი |
51,226 |
|
სილქ ბანკი |
60,672 |
|
მიკრობანკი ემბისი |
3,384 |
|
პეივბანკი |
0 |
|
ჰეშბანკი |
1,454 |
|
პეისერა |
1,262 |