ირანის კრიზისი ევროპის ეკონომიკურ დღის წესრიგს „შთანთქავს“ - POLITICO
ევროკავშირის ლიდერების
მომავალი კვირის სამიტი
უნდა ყოფილიყო შანსი, რათა
პასუხი გაეცათ
კონტინენტის ეკონომიკური
სნეულებისთვის, თუმცა, ამის
ნაცვლად, ის კიდევ ერთ
„ხანძრის ჩაქრობის“
მისიად იქცევა. როგორც POLITICO
წერს, ირანის ომი ზოგიერთ
გრძელვადიან საკითხს
გვერდით აჩოჩებს.შეხვედრა,
რომელიც 23-24 აპრილს
კვიპროსზე გაიმართება,
დიდწილად ევროკავშირის 1.8
ტრილიონი ევროს ოდენობის
შვიდწლიან ბიუჯეტში
(რომელიც 2028 წლისთვის უნდა
ამოქმედდეს) პროგრესის
მისაღწევად იყო მოწვეული.
ამ საკითხზე დისკუსია
კვლავ შედგება, თუმცა მას
შეავიწროებს ახლო
აღმოსავლეთის კრიზისზე
რეაგირების აუცილებლობა,
რამაც, ბევრის შიშით,
შესაძლოა გლობალური
რეცესია
გამოიწვიოს.„სახელმწიფოთა
და მთავრობათა მეთაურები
მართებულად იქცევიან,
როდესაც დიდ დროს უთმობენ
მოულოდნელ გეოპოლიტიკურ
კრიზისებს, რომლებიც ბოლო
კვირების განმავლობაში
წარმოიშვა“, - განაცხადა
ზიგფრიდ მურეშანმა,
ბიუჯეტის საკითხებში
წამყვანმა კანონმდებელმა
მემარჯვენე-ცენტრისტული
„ევროპის სახალხო
პარტიიდან“, რომელსაც
ევროკომისიის პრეზიდენტი
ურსულა ფონ დერ ლაიენი და
ლიდერების უმრავლესობაც
მიეკუთვნება. „თუმცა,
მჯერა, რომ როგორც
კავშირმა, მთელი ჩვენი
პოლიტიკური დრო მხოლოდ ერთ
თემას არ უნდა დავუთმოთ და
არ უნდა უგულებელვყოთ სხვა
საკითხები, რომლებიც
მნიშვნელოვანია, თუმცა,
შესაძლოა, არა აუცილებლად
გადაუდებელი“.ლიდერებმა
მოუწოდეს ბრიუსელს,
დაიცვას მომხმარებლები და
ინდუსტრია
ენერგომატარებლებზე
გაზრდილი ფასებისგან, რაც
ჰორმუზის სრუტეში ირანის
მიერ საზღვაო მიმოსვლის
ექვსკვირიანმა ბლოკადამ
გამოიწვია. ნავთობისა და
გაზის ტანკერები ამ
სტრატეგიულ სანაოსნო
გზაზეა ჩარჩენილი, რომელიც
ყატარისა და საუდის
არაბეთის მსგავს მსხვილ
ექსპორტიორებს გლობალურ
ბაზართან აკავშირებს.
ფინეთის პრეზიდენტმა,
ალექსანდრ სტუბმა გასულ
თვეში POLITICO-სთან საუბრისას
აღნიშნა, რომ არსებობს
საფრთხე, ამ კონფლიქტმა
„თვითნებურად გამოწვეული
გლობალური რეცესია“
დააინიციროს.თუმცა,
ლიდერები რამდენიმე
სხვადასხვა პრობლემასთან
ერთდროულად გამკლავებას
ცდილობენ რაც რთული
აღმოჩნდა. მურეშანის თქმით,
მთავრობებმა ბიუჯეტზე
მნიშვნელოვან პროგრესს
წლის ბოლომდე უნდა
მიაღწიონ. მან გააფრთხილა
ისინი, რომ „საბჭოს მიერ
პროცესის გაჭიანურება
ნიშნავს, რომ 2028 წლის 1-ელი
იანვრისთვის არაფერი
იქნება მზად“, რაც დაგეგმილ
გადახდებს
შეაფერხებს.გარდა ამისა,
ყურადღების მიღმა დარჩა
წინადადებები
ევროკავშირის ეკონომიკური
კონკურენტუნარიანობის
გაძლიერების შესახებ
მწვავე სავაჭრო
კონკურენციის ფონზე. ამას
წევრი ქვეყნების
დედაქალაქები ეკონომიკური
ზრდის შენელების
საპასუხოდ ითხოვდნენ,
თუმცა ინიციატივა მაინც
შეფერხდა, მიუხედავად
იმისა, რომ ევროკომისიამ
სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე
გასწია შემდეგი ნაბიჯების
„საგზაო რუკის“
წარსადგენად.„საგზაო რუკა
ტექნიკურად მზად არის,
მაგრამ დედაქალაქები არ
ითხოვენ მასზე საუბარს -
მათ სურთ საუბარი ათას სხვა
რამეზე, როგორიცაა
ენერგეტიკა და
უსაფრთხოება“, - განაცხადა
ევროკავშირის ერთ-ერთმა
მაღალჩინოსანმა, რომელიც
ჩართული იყო გეგმების
შემუშავებაში და რომელსაც
ანონიმურობის უფლება
მიეცა ღიად საუბრისთვის.
„მაგიდაზე 10 თემაა და ჩვენ
არ გვაქვს დრო ყველაზე
სასაუბროდ“.„რთული“
გეოპოლიტიკაPOLITICO-ს
ინფორმაციით, გასული წლის
განმავლობაში
კონკურენტუნარიანობის
საკითხმა ევროპული საბჭოს
დღის წესრიგში უფრო მაღალ
პოზიციებზე აინაცვლა იმ
ლიდერების გამო, რომლებიც
შეშფოთებულნი არიან, რომ
ევროკავშირი ჩამორჩება
აშშ-სა და ჩინეთს, სადაც
ინდუსტრიისთვის ენერგიის
ფასები რამდენჯერმე
დაბალია. ეს ასევე იყო
თებერვლის სამიტის ფოკუსი,
სადაც მათ კომისიისგან
შეთანხმებული მოქმედება
მოითხოვეს. თუმცა, ეს აღარ
არის მათი პრიორიტეტი.
„კონტექსტის
გათვალისწინებით, ნათელია,
რომ დღის წესრიგის დიდი
ნაწილი ახლო აღმოსავლეთში
არსებულ ვითარებას
დაეთმობა“, - დაადასტურა
ევროკავშირის მეორე
მაღალჩინოსანმა და
დასძინა, რომ ბრიუსელი
მუშაობს კვიპროსთან,
რომელიც მასპინძლობს
შეხვედრას ევროკავშირის
საბჭოს როტაციული
თავმჯდომარეობის
ფარგლებში, რათა
უზრუნველყოფილი იყოს
საკმარისი დრო როგორც
გეოპოლიტიკური
საფიქრალისთვის, ისე
ბიუჯეტისთვის (ცნობილი
როგორც მრავალწლიანი
ფინანსური ჩარჩო -
MFF).ორდღიან სამიტზე
მიწვევის წერილში,
ევროპული საბჭოს
პრეზიდენტმა, ანტონიუ
კოშტამ დღის წესრიგში
არსებულ
ურთიერთგამომრიცხავ
საკითხებზე გაამახვილა
ყურადღება: „ჩვენ
განვიხილავთ რთულ
გეოპოლიტიკურ გარემოსა და
ევროპის საპასუხო
ნაბიჯებს; ამავდროულად,
პოლიტიკურ სახელმძღვანელო
მითითებებს შევიმუშავებთ
მრავალწლიან ფინანსურ
ჩარჩოზე (MFF) მუშაობისთვის,
რათა წლის ბოლომდე
შეთანხმების მისაღწევად
ნიადაგი მომზადდეს“.სხვა
მნიშვნელოვან კითხვებს
ბლოკის წინაშე ლოდინი
მოუწევს. ქვეყნები ზეწოლის
ქვეშ არიან, რომ ხელი
მოაწერონ უკრაინისთვის 90
მილიარდი ევროს ოდენობის
სესხს, რაზეც ლიდერები
დეკემბერში შეთანხმდნენ.
სესხი ბლოკირებულია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ
ვიქტორ ორბანის მიერ
კიევთან დაზიანებული
რუსული ნავთობსადენის
გამო დავის ფარგლებში.
ფორმალურად, ამას
ლიდერებისგან ხელახალი
დამტკიცება არ
სჭირდება.ორბანმა გასულ
უქმეებზე საპარლამენტო
არჩევნები პეტერ
მაგიართან წააგო, რომელმაც
მიანიშნა, რომ ვეტოს
მოხსნის - თუმცა გადაწყვეტა
ნაკლებად სავარაუდოა
მანამ, სანამ ის მომავალ
თვეში თანამდებობას არ
დაიკავებს.ავტოგრაფიანი
ფოტოებიოთხშაბათს POLITICO-მ
გაავრცელა ინფორმაცია, რომ
უნგრეთის მიმავალი
პრემიერ-მინისტრი სამიტს
არ დაესწრება.ეს ნიშნავს,
რომ ის გამოტოვებს
ტრადიციას, რომლის
მიხედვითაც
თანამდებობიდან მიმავალი
ლიდერები კოლეგებისგან
სიმბოლურ საჩუქრებს,
ავტოგრაფიან ფოტოებსა და
ვიდეომილოცვებს იღებენ.
თუმცა, მისი დასწრება მაინც
საკმაოდ უხერხული
იქნებოდა იმის ფონზე, რომ
ბოლო შეხვედრისას, მარტში,
კოშტამ ორბანის ქცევა
„მიუღებლად“
შეაფასა."ირლანდია, რომელიც
ივლისში ევროკავშირის
საბჭოს თავმჯდომარეობას
კვიპროსისგან
გადაიბარებს, შეეცდება
წლის ბოლომდე ბიუჯეტზე
შეთანხმების მიღწევა
როგორმე დააჩქაროს", - წერს
POLITICO.
1776322297