თბილისის (GBC) - თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე  „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამის გაფართოებაზე განაცხადეს.

 დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე გაიზრდება.

კალაძის თქმით, დაფინანსების 2.5-ჯერ გაზრდა მაღალ მოთხოვნას უკავშირდება. ბენეფიციარის შერჩევა-შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქტიური საწარმო აქვს, წარადგენს ბიზნესის გეგმას  და განვითარების ხედვას.

20 000 ლარამდე მოთხოვნილი თანხის 90% დაფინანსდება; 5 000-დან 20 000 ლარამდე - 85%; 20 000 - 30 000 80%, 30 000 - 50 000 ლარის ჩათვლით მუნიციპალიტეტი თანადაფინანსება 70%-ია.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება  გამოცხადდება.