თბილისი (GBC) - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული Travel Advisory, რომლის მიხედვითაც საქართველო კვლავ Level 1 კატეგორიაშია და უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.
კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში ომის გამწვავების შემდეგ (2026 წლის თებერვლის ბოლოს დაწყებული ესკალაციის ფონზე) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე ქვეყნის Travel Advisory დონე შეცვალა ან გაამკაცრა. ძირითადი ცვლილებები მოხდა მარტის პირველ კვირაში (2026).
ქვეყნები, რომელთა სტატუსი შეიცვალა Level 3 - ის კატეგორიაზე – “Reconsider Travel” (გადახედეთ მოგზაურობას) არიან იორდანია, ომანი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE), ყატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კვიპროსი.
Level 3 ნიშნავს, რომ აშშ-ს მოქალაქეებს ურჩევენ კარგად გადააფასონ მოგზაურობა უსაფრთხოების სერიოზული რისკების გამო.
ქვეყნები, რომლებიც ომის ფონზე კვლავ უმაღლეს საფრთხის დონეზე რჩება Level 4-ზე (“Do Not Travel”) არიან ირანი, ერაყი, ლიბანი, სირია, იემენი, ღაზის სექტორი (ისრაელის advisory-ში).
ომის ესკალაციის შემდეგ advisory უმეტესად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს გაუმკაცრდა, ხოლო საქართველო, ევროპა და კავკასიის ქვეყნების უმეტესობა არ შეცვლილა.
აშშ-ს რუკაზე საქართველოს შესახებ უსაფრთხოების დონე გასული წლის 13 მარტს აქვს განახლებული და სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, საქართველოში მოგზაურებისთვის რეკომენდებულია ჩვეულებრივი სიფრთხილის დაცვა.
გასული წლის დოკუმენტი ასევე მოუწოდებს მოგზაურებს, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომლებიც Level 4 კატეგორიაშია მოქცეული დანაშაულის, სამოქალაქო არეულობისა და ნაღმების საფრთხის გამო.
„რუსული ჯარები და სასაზღვრო ძალები აკონტროლებენ როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის რეგიონებს. ადმინისტრაციული საზღვრის ზუსტი მდებარეობა ხშირად რთულად დასადგენია. ამ ტერიტორიებზე შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს დაკავება, პატიმრობა ან ჯარიმა. რეგიონში ხდება ძალადობრივი თავდასხმები და სხვა კრიმინალური ინციდენტები. ორივე ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვართან მოგზაურებისთვის ნაღმებიც წარმოადგენს საფრთხეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.