თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) გენერალური დირექტორის მოადგილემ და ჯგუფის უზბეკეთის ოპერაციების CEO-მ ნიკა ქურდიანმა TBC-ის კუთვნილი აქციების ნაწილი გაყიდა. 

კერძოდ, ქურდიანმა 8,811 აქცია - საშუალო ფასით £48.25 გაყიდა, რითაც £425,129.15-ის შემოსავალი მიიღო.

ტრანზაქცია თებერვლის ბოლოს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაიხურა.

2025 წელს შესრულებული სამუშაოსთვის, მიმდინარე წლის 9 იანვარს ქურდიანმა TBC PLC-ის 1,109 ჩვეულებრივი აქცია, აქციებით ფიქსირებული ანაზღაურების ფარგლებში მიიღო.

მანამდე, გასული წლის 10 ნოემბერს, უზბეკეთის CEO-მ საშუალოდ £39.11-ად ჯგუფის 4,825 აქცია შეიძინა, რაშიც £188,698.80 გადაიხადა.