თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 3-წლინიაევრობონდები გამოუშვა. წლიური სარგებელი 11.50%-ია.

ტრანზაქციის მენეჯერებს შორისაა: Citigroup; J.P. Morgan. BCP Securities, Oppenheimer Europe, Société Générale და G&T .

ტრანზაქციაში ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით ჩართული იყვნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen.

ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა.

"ეს არის კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძო სექტორიდან ადგილობრივი ვალუტის ევრობონდის 2025-ის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო განთავსება. ვფიქრობ, ტრანზაქცია იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას, თუ რამდენად ძლიერია ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა და რამდენად მაღალია ინტერესი და ნდობა ინვესტორების მხრიდან“, - მოხარულია წარმატებული ტრანზაქციით, არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.