თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 2–6 მარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები დავარდა. თუმცა, წინა თვესთან შედარებით კომპანიები მაინც პლუსში არიან.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 106.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -8.77% წინა კვირასთან შედარებით და +6.15% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 320 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 104.20 - 118.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -10.29% წინა კვირასთან შედარებით და +1.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 351 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.00 - 48.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 35.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.03% წინა კვირასთან შედარებით და +9.83% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 318 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.00 - 37.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.