თბილისი (GBC) - მ/ო რიკო ექსპრესი ₾200 მლნ-ის 200 ცალი ნახევარწლიანი ობლიგაციის (ნომინალი 1 მილიონი ლარი) ემისიაზე აცხადებს (განთაცვსების აგენტი: "ფორსაით ბროკერსი" დირექტორი - ნონა კრიხელი), საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფით (ნაწილობრივ, 80%-ით) 10.8%-11.2% -ად (განაკვეთი 20/11-ის მდგომარეობით).
სასესხო არასუბორდინირებული ობლიგაციების წლიური განაკვეთი TIBR 1D + 2.80-3.20% -ია
• კალკულაციის პერიოდში დაფიქსირებული ყველა
ერთდღიანი TIBR განაკვეთი დალაგდება ზრდის
მიხედვით
• შემდეგ ამოიჭრება ყველაზე დაბალი და ყველაზე
მაღალი 10%-ის შესაბამისი მაჩვენებლები
• დარჩენილი მონაცემებიდან გამოითვლება
არითმეტიკული საშუალო
• მიღებულ მნიშვნელობას დაემატება ზემოაღნიშნული
2.80-3.20%-იანი სპრედი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (მ/ო) საქმიანობა
o სალომბარდე სესხები
o ფულადი გზავნილები
o კონვერტაციები
o თამასუქები
მოზიდული 200 მილიონიდან 130 მილიონი მისოს წინა ემისიის რეფინანსირებისთვის სჭირდება და ვადამდე დაფარავს (ვადა 17.03/2026 -ში ეწურება). დარჩენილი კი საკრედიტო რესურსისთვის.რეფინანსირებისა და მიზნობრივი პორტფელის ზრდის კომბინაცია ერთდროულად ემსახურება, რიკოს როგორც მოკლევადიან ფინანსურ ამოცანებს, ისე გრძელვადიან მიზნებს.
რიკო მ/ო ბაზარზე ყველაზე მსხვილია, 798 მლნ ლარის საკრედიტო პორტფელით და 940 მლნ ლარამდე აქტივებით. 1.5 მლნ-ზე მეტი კლიენტით და 70-ზე მეტი ფილიალით (9m/2025-ის მდგომარეობით)

ემიტენტს მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით. Scope-ისგან 2023-ის 18 იანვარს.
ბოლო განახლების თარიღი 2025 წლის 10 ივნისია.