თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $5,86 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია. 

აქედან, ექსპორტი $1,72 მლრდ იყო (გაიზარდა 23.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი $4,14 მლრდ (შემცირდა 7.2 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში $2,41 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 აპრილს.