თბილისი (GBC) – ვირტუალური აქტივების ბაზრის უსაფრთხოებისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები (VASP) სების სრულ პრუდენციულ ზედამხედველობას დაექვემდებარება.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში ცვლილებით, ზედამხედველი უფლებამოსილია VASP-ს მოსთხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ადგილზე და დისტანციური შემოწმებისას.
დაადგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა, კაპიტალის და აქტივების მიმართ მოთხოვნები, რისკების მართვის სტანდარტები, რისკების მართვის ჩარჩო და სხვა დამატებითი მოთხოვნები.
სების ინფორმაციით, 2023 წლიდან დღემდე განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, კრიპტობაზარი სწრაფად იცვლება და ვითარდება. ასევე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა, რაც გაძლიერებულ ზედამხედველობას მოითხოვს.
აღნიშნულის გათვალისწინებით ფართოვდება სების მანდატი. მ.შ. მოიცავს VASPs პრუდენციულ ზედამხედველობას, კაპიტალის ადეკვატურობას, კიბერუსაფრთხოებისა და საოპერაციო რისკების მოთხოვნებს.