მაგთიკომის კომენტარი დიდი ბრიტანეთის მიერ 2026 წლის 24 თებერვალს დაწეს...
დაწესებული სანქციების
ძირითადი
შინაარსი:სანქცირების
რეჟიმის დასახელება:2019 წლის
რუსეთის (სანქციების) (EU Exit)
რეგულაციები (Unique ID:
RUS3393)დაწესებული
სანქციები:აქტივების
გაყინვა, დირექტორის
დისკვალიფიკაციის
სანქცია, ტრასტის
სერვისების
სანქციებიგაერთიანებული
სამეფოს მიერ მიზეზების
დასაბუთება:სახელმწიფო
მდივანი მიიჩნევს, რომ
არსებობს გონივრული
საფუძვლები ეჭვისთვის, რომ
ტელეკომპანია „იმედი“
წარმოადგენს დაკავშირებულ
პირს 2019 წლის რუსეთის
(სანქციების) (EU Exit)
რეგულაციების საფუძველზე,
შემდეგი გარემოების გამო:
იგი ავრცელებს და
ავრცელებდა
მიზანმიმართულად
შეცდომაში შემყვან
ინფორმაციას რუსეთის მიერ
უკრაინაში
განხორციელებული
სრულმასშტაბიანი შეჭრის
შესახებ საკუთარ
აუდიტორიაზე, რომელიც
ძირითადად საქართველოშია
განთავსებული, რაც
წარმოადგენს მხარდაჭერას
ან ხელშეწყობას ისეთი
პოლიტიკისა თუ ქმედებისა,
რომელიც დესტაბილიზაციას
ახდენს უკრაინაში ან
ასუსტებს ან საფრთხეს
უქმნის უკრაინის
ტერიტორიულ მთლიანობას,
სუვერენიტეტს ან
დამოუკიდებლობას. კერძოდ,
იგი რეგულარულად
ავრცელებს ისეთ
ინფორმაციას, რომლის
მიხედვითაც უკრაინის
მთავრობა და პრეზიდენტი
ზელენსკი არალეგიტიმურები
არიან, უკრაინა არის
დასავლეთის „მარიონეტი“,
უკრაინა კორუმპირებული
ქვეყანაა და რომ უკრაინა და
დასავლეთი ცდილობენ
საქართველოს
დესტაბილიზაციას.ვინ უნდა
დაემორჩილოს სანქციების
რეგულაციებს?თუ თქვენ
ეწევით ნებისმიერ
საქმიანობას, რომელიც
მოიცავს ტრანზაქციებს,
ფინანსურ მომსახურებას,
ვაჭრობას, პროფესიული
სერვისების მიწოდებას ან
დაზღვევას, შესაძლებელია
ურთიერთობა გქონდეთ
სანქცირებულ პირებთან ან
ორგანიზაციებთან, ან
სანქცირებულ საქონელსა და
მომსახურებასთან.სანქციების
რეგულაციები ვრცელდება:•
ნებისმიერ ფიზიკურ პირზე,
ბიზნესზე ან
ორგანიზაციაზე, რომელიც
საქმიანობას ახორციელებს
გაერთიანებული სამეფოს
ტერიტორიაზე ნებისმიერ
ადგილას (ტერიტორიული
ზღვის ჩათვლით)• ნებისმიერ
ბიზნესზე ან
ორგანიზაციაზე, რომელიც
დაფუძნებულია ან
შექმნილია გაერთიანებული
სამეფოს რომელიმე ნაწილის
კანონმდებლობის
საფუძველზე და
საქმიანობას ახორციელებს
მსოფლიოს ნებისმიერ
ადგილას• გაერთიანებული
სამეფოს ნებისმიერ
მოქალაქეზე, სადაც არ უნდა
იმყოფებოდეს ის
მსოფლიოშივინ არის
ვალდებული დაიცვას
ფინანსური
სანქციები?გაერთიანებული
სამეფოს ფინანსური
სანქციები ვრცელდება
ყველა პირზე, რომელიც
იმყოფება გაერთიანებული
სამეფოს ტერიტორიასა და
ტერიტორიულ ზღვაში,
აგრეთვე ყველა ბრიტანელ
პირზე, მსოფლიოს ნებისმიერ
წერტილში მათი
მდებარეობის მიუხედავად.
ეს ნიშნავს, რომ:• ყველა
ფიზიკური პირი და
იურიდიული პირი, რომელიც
იმყოფება ან ახორციელებს
საქმიანობას
გაერთიანებული სამეფოს
ტერიტორიაზე, ვალდებულია
დაიცვას მოქმედი
გაერთიანებული სამეფოს
ფინანსური სანქციები•
გაერთიანებული სამეფოს
ყველა მოქალაქე და
გაერთიანებული სამეფოს
კანონმდებლობის
საფუძველზე დაფუძნებული
იურიდიული პირები, მათ
შორის მათი ფილიალები,
ასევე ვალდებულნი არიან
დაიცვან მოქმედი
გაერთიანებული სამეფოს
ფინანსური სანქციები,
მიუხედავად იმისა, თუ სად
ხორციელდება მათი
საქმიანობადირექტორის
დისკვალიფიკაციის
სანქციების ეფექტითუ არ
არის გაცემული ლიცენზია ან
არ მოქმედებს შესაბამისი
გამონაკლისი, პირებს,
რომლებიც ექვემდებარებიან
დირექტორის
დისკვალიფიკაციის
სანქციებს, პირდაპირ ან
ირიბად ეკრძალებათ:•
გაერთიანებულ სამეფოში
რეგისტრირებული კომპანიის
დირექტორად ყოფნა•
უცხოური კომპანიის
დირექტორად ყოფნა,
რომელსაც საკმარისი
კავშირი აქვს
გაერთიანებულ სამეფოსთან,
მაშინაც კი, თუ იგი აქ არ
არის რეგისტრირებული.
მაგალითად, თუ იგი
ახორციელებს საქმიანობას
ან ფლობს აქტივებს
გაერთიანებულ სამეფოში•
კომპანიის წახალისებაში,
დაფუძნებაში ან მართვაში
მონაწილეობა ან მასთან
დაკავშირებანებისმიერი
პირი, რომელიც არღვევს
დირექტორის
დისკვალიფიკაციის
სანქციას, სჩადის სისხლის
სამართლის
დანაშაულს.სრულად იხილეთ
აქ:
https://www.gov.uk/government/publications/the-uk-sanctions-list#full-publication-update-history მაუწყებლობის
შესახებ საქართველოს
კანონის 401 მუხლი
არეგულირებს მაუწყებლობის
ტრანზიტთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს, მაგალითად
მისი პირველი პუნქტით:1.
საზოგადოებრივ
მაუწყებელს, სათემო
მაუწყებელს, ამ კანონის
შესაბამისად ავტორიზებულ
საერთო საეთერო ან/და
თანამგზავრულ მაუწყებელს,
რომელიც მაუწყებლობს
მაუწყებლობის ტრანზიტზე
ავტორიზებული პირის
მომსახურების მიწოდების
ზონაში (თანამგზავრული
მაუწყებლის მაუწყებლობის
ზონა ამ მუხლის
მიზნებისათვის არის
ქვეყნის მთელი ტერიტორია),
აგრეთვე ავტორიზებულ
საერთო საეთერო
მაუწყებელს, რომლის
მაუწყებლობა საეთერო
მაუწყებლობის
განხორციელების შედეგად
ხელმისაწვდომია
საქართველოს მოსახლეობის
არანაკლებ 20%-ისათვის,
უფლება აქვთ, მოსთხოვონ
მაუწყებლობის ტრანზიტზე
ავტორიზებულ პირს ასეთი
მაუწყებლის სატელევიზიო
არხის მომხმარებლისათვის
შეთავაზებულ ყველა
პაკეტში განთავსება
(„სავალდებულო ტრანზიტი“).
ამ შემთხვევაში
მაუწყებელს არ წარმოეშობა
მაუწყებლობის ტრანზიტზე
ავტორიზებული პირისგან
მაუწყებლის სიგნალის
ტრანზიტისათვის
ანაზღაურების მოთხოვნის
უფლება.იხილეთ
მაუწყებლობის შესახებ
საქართველოს კანონის 401
მუხლი სრულად:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/32866?publication=82 ზემოთქმულიდან
გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ
საზოგადოებას და ყველა
დაინტერესებულ სუბიექტს,
მათ შორის, ექსპერტებს,
ნათელი და სრული
წარმოდგენა შეექმნებათ იმ
საკითხზე, რაზეც ბოლო
პერიოდში ვრცელდება
ურთიერთსაწინააღმდეგო
ინფორმაცია.წყარო:
https://www.magticom.ge/ka/magticom-comment
1772186893