თბილისი (GBC) - ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს: „ქართული ოცნების“ სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია".
„ეს ავადმყოფური საქციელი ასახავს მათი მფარველების ტაქტიკას მოსკოვსა და პეკინში. ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ“, - აცხადებს უილსონი.
Even by Georgian Dream standards, the regime’s new politically motivated charges against opposition leaders are appalling. This sick behavior mirrors the tactics of their patrons in Moscow and Beijing. The anti-American Georgian Dream regime is betraying its people in favor of… https://t.co/yAMmjMoP8p
— Joe Wilson (@RepJoeWilson) November 6, 2025
6 ნოემბერს აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელმაც X-ზე დაწერა: „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა. ყველა, ვისაც ეს ყალბი შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია“.
The GD regime is lashing out in total desperation.
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) November 6, 2025
Those facing these fabricated charges are heroes not only of Georgia but of all Europe!@Zourabichvili_S @EPP https://t.co/wXFX1J6PO1
მანამდე, საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს (მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს) ახალი ბრალი წაუყენა.
პროკურატურის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო – მიმართვებში მხარდამჭერებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ მოუწოდებდა.
პროკურატურა ვაშაძეს და ჯაფარიძეს ედავება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“.
ასევე ედავებიან, რომ ჯაფარიძე და ვაშაძე უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს აწვდიდნენ.
2004 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის შესახებ“.
ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ„ ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციაზე“
ნიკა მელიას პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ„ ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციაზე“
ელენე ხოშტარიას პროკურატურა ედავება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“.
ასევე ედავებიან, რომ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს აწვდიდნენ.
2004 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის შესახებ“
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება, იმას რომ 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, „ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციაზე“.