თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 5.5%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 37.1%-იანი მატებით, რამაც 5.73 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 15%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 11.5%-იანი მატებით, რაც 6.8 პ.პ.-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 23.2 პროცენტით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 14.4%-ით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.92 და 4.27 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.