თბილისი (GBC) – შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის მოადგილედ, გიორგი სახოკია დაინიშნა. ბრძანება ირაკლი კობახიძემ 10 ნოემბერს გამოსცა. ამავე დღით თარიღდება კობახიძის კიდევ ერთი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, გელაძის მოადგილის თანამდებობიდან გიორგი ბუთხუზი გათავისუფლდა. 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ“, – ნათქვამია ბრძანებაში.

გიორგი სახოკიას ბიოგრაფია:

2001-2007 – შპს ,,Land Software Design“-ის იურისტი, წოდება პოლიციის ლეიტენანტი;
2007-2012 – სს „სილქნეტიში“ სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე;
2013-2014 – იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი;
2014-2015 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე;
2015 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2015-2018 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი;
2018-2019 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი;
2019-2020 – საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;
2020-2021 – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
2021 – სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში;
2021-2025 – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, დირექტორის მრჩეველი;
2025 – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორი;
2025 – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი;
2025 წლის 10 ნოემბრიდან – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.