თბილისი (GBC) – საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა.

2026 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.