თბილისი (GBC) – "ევროპის უნივერსიტეტმა" წმინდა მიქაელის (მიხაელოვის) ჰოსპიტალი შეიძინა, შესაბამისი პროცედურა ხუთშაბათს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

წმ. მიქაელის ჰოსპიტალი რიგით მეორე მრავალპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც 2026 წლიდან "ევროპის უნივერსიტეტის" კლინიკურ ქსელს შეუერთდა.

კლინიკა, რომელიც ადრე „მიხაილოვის საავადმყოფო" იყო, კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე სამედიცინო დაწესებულებაა. პირველ პაციენტზე ჩანაწერი 1844 წლით თარიღდება.

ჰოსპიტლის ახალი მფლობელის ცნობით, "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს ახალ პრაქტიკულ სივრცეს რეალურ კლინიკურ გარემოში, სადაც მათ პროფესიული გამოცდილების მიღება შეეძლებათ.

"ევროპის უნივერსიტეტის" მფლობელობაშია ასევე "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", სადაც სტუდენტები სისტემატურად გადიან სტაჟირებას, კლინიკურ პრაქტიკას და აქტიურად მონაწილეობენ ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში.

"ევროპის უნივერსიტეტი" ასევე ფლობს სტომატოლოგიური კლინიკა „EU Dent"–ს.