თბილისი (GBC) - „ჩვენი ერთობლივი პროექტები ემსახურება არა მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, არამედ წვლილი შეაქვთ როგორც  რეგიონულ, ისე ევროპულ ენერგოუსაფრთხოებაში"

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე განაცხადა საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის ბიზნესფორუმის ოფიციალური გახსნის შემდეგ, რომელიც 350-ზე მეტი დელეგატის მონაწილეობით წინანდალში გაიმართა.

"შემთხვევითი არ არის, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ასობით აზერბაიჯანული კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სექტორში, მ.შ. ტურიზმში, უძრავ ქონებაში. ცალკე  უნდა აღინიშნოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო დერეფნებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ერთობლივი პროექტები", - აღნიშნა ჯაბაროვმა 

ბიზნესფორუმი ეკონომიკის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, Azpromo-ს (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და Deik -ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო) ორგანიზატორობით წინანდალში გაიმართა.