თბილისი (GBC) – ბოლო დროს ინტერიერის დიზაინში პრიორიტეტები საგრძნობლად შეიცვალა. თუ ადრე სახლის მოწყობისას აქცენტი მხოლოდ ვიზუალურ მხარესა და ხარისხიან მასალებზე კეთდებოდა, დღეს მთავარი ყურადღება ტექნიკას, ფუნქციურობასა და მოხერხებულობას ეთმობა. 

თუ ადრე „ჭკვიანი სახლი“ მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ექსპერიმენტად მიიჩნეოდა, დღეს ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ისინიც კი ვინც ჭკვიანი სახლის ტექნიკას ადრე სკეპტიკურად უყურებდა, დღეს აღიარებენ, რომ სწორი გამოყენების შემთხვევაში, თანამედროვე ტექნოლოგიები ცხოვრების ხარისხის აუმჯობესებს.

ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მთავარი დანიშნულება რუტინის გამარტივება და ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსების, დროისა და ენერგიის დაზოგვაა. წარმოიდგინე, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლში ბრუნდები და დალაგებაზე ფიქრის ნაცვლად, ამ საქმეს რობოტ მტვერსასრუტს გადააბარებ. ის შენს ნაცვლად იზრუნებს სისუფთავეზე, შენ კი თავისუფალ დროს საკუთარ თავს დაუთმობ. რობოტი მტვერსასრუტის მართვა დისტანციურადაც შეგიძლია. ავტომატიზებული სისტემა შენს ნაცვლად, სრულიად დამოუკიდებლად ზრუნავს სახლის სისუფთავეზე. შენ კი შეგიძლია დაზოგილი დრო და ენერგია დასვენებას, ან თვითგანვითარებას მოახმარო. ეს არ ნიშნავს, რომ რობოტი მტვერსასრუტი ყველაფერს შენ ნაცვლად გააკეთებს, ის უბრალოდ თავის თავზე იღებს ყველაზე დამღლელ და მოსაწყენ საქმეს.

რუტინის გამარტივებასთან ერთად, თანამედროვე ტექნიკა სახლში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და ენერგოეფექტურიცაა. ჭკვიანი განათება და კლიმატ-კონტროლი საშუალებას გაძლევს, სახლში ზუსტად ისეთი გარემო შეიქმნა, რომელიც შენს განწყობასა და საჭიროებებს შეესაბამება. მაგალითად,  ჭკვიანი განათება საშუალებას გაძლევს, შუქის ინტენსივობა დღის რეჟიმს შეუსაბამო. ჭკვიანი სისტემა ზუსტ გათვლებსა და ლოგიკაზე დაყრდნობით მუშაობს, რაც რესურსების ოპტიმიზაციას ნიშნავს: ენერგია მხოლოდ მაშინ და ზუსტად იმ რაოდენობით იხარჯება, რამდენიც რეალურად გჭირდება.

უსაფრთხოება ჭკვიანი სახლის კონცეფციის კიდევ ერთი ფუნდამენტური საყრდენია. თანამედროვე ვიდეოკამერებით, ჭკვიანი საკეტებითა და სენსორებით შეგიძლია სახლი მუდმივად აკონტროლო, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.  ეს ტექნოლოგია ბევრისთვის უკვე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ჭკვიანი ეკოსისტემის შექმნა დღეს იმაზე მარტივია, ვიდრე გგონია. ის არანაირ რთულ საინჟინრო ჩარევას ან სპეციალურ მომზადებას არ მოითხოვს. ტექნოლოგია უფრო გასაგები და მარტივად ინტეგრირებადი გახდა. ალტას მაღაზიათა ქსელში ჭკვიანი ტექნიკის ფართო არჩევანია, რაც საშუალებას გაძლევს, შენი პერსონალური ეკოსისტემა ეტაპობრივად შექმნა.

ალტას მაღაზიათა ქსელში ჭკვიანი ტექნიკის ფართო არჩევანი გელოდება. 21-ე საუკუნეში ჭკვიანი სახლი მხოლოდ ტექნოლოგია არაა, ეს არის ინვესტიცია შენს კომფორტსა და უსაფრთხოებაში. ეს ტექნიკა იმისთვის იქმნება, რომ საკუთარ სახლში თავი მაქსიმალურად მშვიდად, სასიამოვნოდ და თავისუფლად იგრძნო.

#განახლებისდროა