აშშ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს, მათ შორისაა სა...
ტელეკომპანიის
ინფორმაციით, სახელმწიფო
დეპარტამენტის საბუთი
აშშ-ის საკონსულო
წარმომადგენლებს არსებული
კანონის ფარგლებში
ვიზების გაცემაზე უარის
თქმას ავალდებულებს, სანამ
პარალელურად სახელმწიფო
დეპარტამენტი ხელახლა
აფასებს სკრინინგისა და
შემოწმების
პროცედურებს.შეჩერება 21
იანვრიდან შევა ძალაში და
განუსაზღვრელი ვადით
გაგრძელდება იქამდე, ვიდრე
სახელმწიფო დეპარტამენტი
სავიზო პროცედურების
ხელახლა შეფასებას არ
დაასრულებს.FoxNews-ის ცნობით,
შეზღუდვა
შეეხებათ:ავღანეთი,
ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა
და ბარბუდა, სომხეთი,
აზერბაიჯანი, ბაჰამის
კუნძულები, ბანგლადეში,
ბარბადოსი, ბელარუსი,
ბელიზი, ბჰუტანი, ბოსნია,
ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა,
კამერუნი, კაბო-ვერდე,
კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი,
კუბა, კონგოს დემოკრატიული
რესპუბლიკა, დომინიკა,
ეგვიპტე, ერიტრია, ეთიოპია,
ფიჯი, გამბია, საქართველო,
განა, გრენადა, გვატემალა,
გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი,
იამაიკა, იორდანია,
ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი,
ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი,
ლიბერია, ლიბია, მაკედონია,
მოლდოვა, მონღოლეთი,
მონტენეგრო, მაროკო,
ნეპალი, ნიკარაგუა,
ნიგერია, პაკისტანი, კონგოს
რესპუბლიკა, რუსეთი,
რუანდა, სენტ-კიტსი და
ნევისი, სენტ-ლუსია,
სენტ-ვინსენტი და
გრენადინები, სენეგალი,
სიერა-ლეონე, სომალი,
სამხრეთ სუდანი, სუდანი,
სირია, ტანზანია, ტაილანდი,
ტოგო, ტუნისი, უგანდა,
ურუგვაი, უზბეკეთი და
იემენი.განახლება: აღნიშნული
ფაქტი თეთრ სახლშიც
დაადასტურეს. "ტრამპის
ადმინისტრაცია დროებით
აჩერებს საიმიგრაციო
ვიზების დამუშავების
პროცესს 75 ქვეყნისთვის,
მანამ, სანამ აშშ არ
დარწმუნდება, რომ
პოტენციური იმიგრანტები
არ იქცევიან
საზოგადოებრივ ტვირთად და
არ გამოიწვევენ ამერიკელი
გადამხდელების ფინანსური
რესურსების გადინებას.
ამერიკა პირველ რიგში", -
ნათქვამია თეთრი სახლის
ოფიციალურ გვერდზე
გავრცელებულ
ინფორმაციაში.
1768426440