თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზის განცხადებით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდება.
"ძვირფასო მგზავრებო!
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები:
№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი
№874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი
№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი.
აქვე განვმარტავთ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ", - ნათქვამია განცხადებაში.