თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

აკრძალული მედიკამენტები უფლებამოსილი პირის მიერ, მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერებისას, გამოვლინდა. კერძოდ, საეჭვო შიგთავსის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებისას სამართალდამრღვევ მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 420 აბი აღმოაჩნდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.