თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს თქვა, რომ არ აპირებს ჯერომი პაუელის თანამდებობიდან გაშვებას, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტრო ფედრეზერვის შეფის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს. ტრამპმა დასძინა, რომ ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა ჩაიდინა საბოლოოდ პაუელმა.

„ასეთი გეგმა არ მაქვს“, – უპასუხა ტრამპმა სააგენტო REUTERS-ს კითხვაზე, აპირებს თუ არა პაუელის გათავისუფლებას თანამდებობიდან.

„ჩვენ ახლა ჰაერში გამოკიდებულ მდგომარეობაში ვართ მასთან დაკავშირებით და გადავწყვეტთ, რას გავაკეთებთ. დეტალებზე არ ვისაუბრებ. ძალიან ადრეა, ძალიან ადრეა“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა ჯერომი პაუელს, რომელსაც „კრეტინი“ უწოდა და განაცხადა, რომ მან შესაძლოა უახლოეს მომავალში დატოვოს თანამდებობა.

ფედრეზერვის ხელმძღვანელობის ვადა პაუელს მაისში ეწურება, თუმცა მას შეუძლია 2028 წლამდე არ გადადგეს მმართველთა საბჭოს თავმჯდრომარეობიდან.