თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 18.9%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერი ჯგუფზე.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 3.9%-ით.
საქსტატის მიხედვით, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 18.8%-ით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 2%-ით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 8.3%-ით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 2%-ით.