თბილისი (GBC) – 1Q25-ში, 1Q19-თან შედარებით, საშუალო ნომინალური ხელფასი თითქმის გაორმაგდა, კერძოდ, 1,093 ლარიდან 2,170 ლარამდე გაიზარდა. თუმცა, ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ხელფასების ზრდა გაცილებით მოკრძალებული იყო (2019-2024 წლებში ₾935-დან ₾1,300-მდე გაიზარდა).
PMCG Research - ის შრომის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 0-დან 600 ლარამდე თვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 2021 წლიდან სტაბილურად მცირდებოდა, რის შედეგადაც 1Q25-ში, 1Q21-თან შედარებით, მაჩვენებელმა 40.3%-ით დაიკლო. გარდა ამისა, შემცირდა იმ პირთა რაოდენობაც, რომლებიც 600-დან 1199 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდა (-17.7%).
1Q25-ში, 1Q21-თან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც 0-დან 600 ლარამდე ხელფასს იღებდა მაშინ, როცა იმ პირთა რაოდენობა, ვინც 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდა, თითქმის გაორმაგდა. ხელფასების ზრდა ძირითადად 1,200-დან 2,399 ლარამდე და 2,400 ლარის ან მეტი შემოსავლის სეგმენტზე კონცენტრირდა.
ამის საპირისპიროდ, 1,200-დან 2,399 ლარამდე თვიური ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა 1Q25-ში, მიუხედავად იმისა, რომ 2Q24 -ში ამ სეგმენტში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. თუმცა, ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა იმ პირთა შორის, რომლებიც 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდა, კერძოდ, აღნიშნულ კატეგორიაში ადამიანების რაოდენობა 1Q25-ში, 1Q21-თან შედარებით, თითქმის გაორმაგდა.
ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობამ, 1Q25-ში 937 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც q.q 6.6%-ით შემცირდა, ხოლო y.y კი 0.8%-ით გაიზარდა.
1Q25-ში ხელფასის მიმღებთა 15%-ს ₾600-მდე ხელფასი ჰქონდა, ₾600-1199 დიაპაზონში 22%-ს, ₾1200-2399 დიაპაზონში 33%-ს, ხოლო, ₾2400-ზე ზემოთ ხელფასი კი 29%-ს.