თბილისი (GBC) – ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად, SOLO მომხმარებლებს თბილისის 4 საუკეთესო აუზზე SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას 30%-იანი ქეშბექით (მაქსიმუმ 300 ლარი თითოეულში) სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

შეთავაზება მოქმედებს შემდეგ ობიექტებში:

· Radisson Blue Iveria - უმაღლესი კლასის სასტუმრო, რომელიც თბილისის შუაგულში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარეობს. სასტუმროს აუზზე დაგხვდებათ ყველა პირობა სასიამოვნო განტვირთვისთვის;

· King David Pool - King David-ის კომპლექსში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საცურაო აუზით, ბარით, ევროპულ-აზიური სამზარეულოთი და მყუდრო სამუშაო სივრცით;

· Neptune - 20 წელზე მეტია, Neptune-ი საკუთარ მომხმარებლებს გამორჩეულ სერვისებს სთავაზობს. საცურაო აუზების გარდა, სპორტულ კომპლექსში ასევე განთავსებულია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ფიტნესდარბაზი;

· Axis Towers Wellness Centre - უნიკალური სივრცე, სადაც შეგიძლიათ შეიქმნათ მაქსიმალური კომფორტი და ისარგებლოთ მრავალფეროვანი სერვისებით. პრემიუმ ველნეს ცენტრში ერთიანდება: აუზი, თანამედროვე სავარჯიშო ტექნიკით აღჭურვილი სპორტული დარბაზი, სპა, ფინური, მცენარეული და ორთქლის საუნები, ორი ჯაკუზი, ბარი და ტერასა.

საცურაო აუზების სამუშაო საათებსა და შეთავაზების გამოყენების პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ვებგვერდზე