თბილისი (GBC) – 2025 წლის 18 ივნისს, ლონდონში, ბრიტანული იურიდიული საზოგადოების (The Law Society) ისტორიულ შენობაში, EMEA Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ჯილდოები გადაეცა რეგიონში წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს, იურიდიულ ფირმებს, კომპანიებს და პროქეტებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რეგიონში ინფრასტრუქტურისა და კაპიტალის ბაზრების განვითარებაში.
თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (gwp) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა კომპანიამ Georgian Global Utilities (GGU) EMEA Finance-ის 2024 წლის მიღწევებისა და პროექტების დაფინანსების საერთაშორისო დაჯილდოვებებზე ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა:
· საუკეთესო მწვანე ობლიგაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
· საუკეთესო გარიგება წყლის სექტორში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
GGU ჯგუფმა EMEA Finance-ის პრესტიჟული ჯილდოები 2024 წლის ივლისში 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების წარმატებულ გამოშვებასა და განთავსებას უკავშირდება - გარიგებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ქვეყნის კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ისე წყალმომარაგების სექტორის მდგრად გაუმჯობესებაში.
დაჯილდოების ღონისძიებას ლონდონში ესწრებოდნენ FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი - სანტიაგო ლაფუენტე პერეზ ლუკასი; რეგიონალური დირექტორი - ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე; ფინანსური დირექტორი - ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი; gwp-ს გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი; GGU-ს მრავალწლიანი პარტნიორი და წამყვანი ინვესტორი EBRD და სხვა მოწვეული სტუმრები.