თბილისი (GBC) - Visa-მ და ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში (AmCham) უმასპინძლეს ღონისძიებას: "საქართველოს ვიზიტორების დინამიკა: Visa-ს კვლევის შედეგები".

ხაქართველოს ვიზიტორების ეკონომიკის უახლესი ტენდენციების შესახებ პრეზენტაცია Visa Consulting & Analytics (VCA) გუნდმა წარმოადგინა.

2024 წლის ტურიზმის კვლევის ანგარიშის ძირითადი შედეგები:

       მრავალფეროვნება: საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების 35%-ზე მეტი ახლო აღმოსავლეთიდან იყო, 27% ევროპიდან, ხოლო 25% დსთ-ს ქვეყნებიდან.

       მოკლევადიანი ვიზიტები ქალაქებში: ტურისტების დაახლოებით 80% ორ კვირაზე ნაკლებ დროს ატარებს ქვეყანაში, თითქმის 50% კი სამ დღეზე ნაკლებს. უმრავლესობამ (56%) მხოლოდ ერთი ქალაქი მოინახულა – ძირითადად თბილისი, ბათუმი ან ქუთაისი.

       მოგზაურობისთვის ზაფხული კვლავ პიკური სეზონია, რომელსაც მოსდევს შემოდგომა: განსაკუთრებული სეზონურობით ხასიათდებიან ტურისტები საუდის არაბეთიდან, რომლებიც ძირითადად ივლისსა და აგვისტოში ჩამოდიან, ხოლო თურქეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან - ზაფხულსა და დეკემბერში.

       კულინარიული გამოცდილება: ვება და კულინარია ტურისტების დანახარჯების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ტრანზაქციების შესახებ მონაცემები აჩვენებს, რომ საკვები ვიზიტორის გამოცდილების ძირითადი ნაწილია, მიუხედავად მოგზაურობის ხანგრძლივობისა.

„საქართველო გამორჩეული მაგალითია თუ როგორ უწყობს ხელს ინოვაციებისადმი ღიაობა ტურიზმისა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას", აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში. AmCham-თან პარტნიორობით, Visa კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, შექმნას დიალოგის პლატფორმები და ხელი შეუწყოს ზრდის ახალ შესაძლებლობებს ტურიზმის  სექტორში. როგორც სანდო მოგზაურობის პარტნიორი, Visa მოხარულია გააზიაროს გლობალური გამოცდილება და ხელი შეუწყოს საქართველოს ვიზიტორთა ეკონომიკის განვითარებას საქართველოში”.

Visa აგრძელებს ინვესტირებას ისეთ სერვისებსა და ინფრასტრუქტურაში, რომლებიც საქართველოში მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 2024 წელს, Visa-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი დანერგა. წელს კი დააანონსა ახალი, Visa-ს ბრენდირებული ლაუნჯის გახსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც მგზავრობის პროცესს უფრო კომფორტულსა და შეუფერხებელს გახდის, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

 

Visa- შესახებ

Visa (NYSE: V) 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge.