თბილისი (GBC) - ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო, სადაზღვევო და საკომუნიკაციო სექტორშია.

წლიურად 22%-ით მომატებულია ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, 5.5 ათას ლარამდე.

4.2 ათასამდეა საინფორმაციო/საკომუნიკაციო მიმართულებით დასაქმებულის (+5.2%y.y)  და პროფესიულ/სამეცნიერო/ ტექნიკური საქმის სპეცილისტი თვეში 3 000 ლარამდე  იღებს (+11.3%Y.Y).

წლიურად  10.8%-ით, 2 909 ლარამდეა გაზრდილი  მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა ანაზაურება.

ქალის საშუალო ხელფასი - ₾1.744 კვლავ ჩამორჩება მამაკაცის ჯამაგირს - ₾2.601 , 1.5-ჯერ. თუმცა წლიურად  ქალის ანაზღაურების ზრდამ (+13.3%Y.Y) კაცისას (+11%Y.Y) გადაუსწრო.