თბილისი (GBC) - „ალმა“ $40 მლნ-მდე ღირებულების 2-წლიანი ობლიგაციების გამოშვებაზე აცხადებს, 2 ემისიად ($30 მლნ-ის და €8.5 მლნ-ის), საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებისთვის. ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზეც დაილისტება.

განთავსების აგენტია G&T და TBC კაპიტალი. სებ-ის ვიზირებული ემისიის პროსპექტები მოიცავს დეტალურ ინფორმაციას, ემიტენტის საქმიანობაზე, წილების გადანაწილებაზე, დაკავშირებულ რისკებზე, მ.შ. ინდუსტრიის და ეკნომიკის დამახასიათებელ რისკებზე.

ასევე ინტერესთა კონფლიქტზე, მ.შ. განთავსების აგენტებსა და კომერციულ ბანკებს (BOG, TBC) შორის. კონფლიქტი მინიმუმამდეა დაყვანილი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

აგენტები ბანკებთან ურთიერთობისას  თანასწორობის და თანაბარუფლებიანობის პრინციპით ხელმძღვანელობენ. ბანკს მოექცევიან როგორც ერთ-ერთ ინვესტორს.

.01.01.2025-ის მდგომარეობით ჯგუფს 177 846 000 ლარის საბანკო ვალდებულებები გააჩნია.

ემისიის პროსპექტში აღნიშნულია 2025 წლის აპრილ-მაისის გარიგებების შესახებ. აპრილის ტრაზაქციაზე, „კოსტავა თაუერსის“ (კოსტავა თაუერსმა“2022 წელს სსიპ საზმაუსგან  შეიძინა მიწა მასზე განთავსებული ნაგებობით. ღირებულების ნაწილი გადახდილია. ნაწილზე წარდგენილია გარანტია, რომელიც ეტაპობრივად მცირდება) 100%-იანი წილი გაასხვისებაზე.

და რომ  მისი აქტივები აღარ არის ჯგუფის უზრუნველყოფაში. აქტივი მიყიდულია “ველაჯიოზე“, ალმასთან დაკავშირებულ პირზე, რომელიც წარმოადგენს ემიტენტის 100%-იანი მფლობელის, "გლობალ ინვესტორს ლიმიტედის" (C38646) შვილობილს.

„ველაჯიომ“ წელს, მაისში „ალმასან“, ემიტენტის 100%-იანი შვილობილის, შპს "ეი ენერჯის" 50%-იც იყიდა (25% - თენგიზ წულაიამ, 16.6% -გრევითი ინვესთმენთსმა, 8.4% -სს ლეტერენმა).

სხვა კომპანიების პოტენციური აქსელერაციის შემთხვევაშიც, კომერციული ბანკების უზრუნველყოფა შემოიფარგლება კონკრეტული კომპანიების აქტივებით და არ ეხება „ობლიგაციების“ფარგლებში შემოღებულ პერიმეტრს, რომელიც განსაზღვრულია მხოლოდ შპს „ალმაზე“.

აქტივების ნაწილი უზრუნველყოფილია „ვისოლ ჯგუფის“ კომპანიების  სასარგებლოდ. 01.01.2025-ის მდგომარეობით, 1,1 მლნ ლარის ღირებულების ინდივიდუალური და 5,4 მლნ ლარის ღირებულების კონსოლიდირებული საინვესტიციო ქონება და ძირითადი საშუალებაა.

მანამდე, 2024 -ის მიწურულს შპს „ალმას“ 3 შვილობილი კომპანია (სს ვინთროპ ცენტრი,, შპს სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი , შპს ბაზის ესეტ მენეჯმენტი) შპს მილენიუმ თაუერს შეერწყა.

შერწყმამდე ემიტენტი იყო ვინთროპ ცენტრის პირდაპირი, 100%-იანი მფლობელი, რომელიც ფლობდა შპს მილენიუმ თაუერს, ზემოხსენებული კი იყო როგორც ბაზის ესეტ მენეჯმენტის, ასევე სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის 100%-იანი მფლობელი.

2025-ის იანვარში „ალმამ“ 100%-იანი შვილობილის,  მილენიუმ თაუერის  80%-იანი წილი მიჰყიდა ველაჯიოს, 20%  კი ბელმონდ კაპიტალს, რომლის 100%-იანი მესაკუთრე ვასილ ფხაკაძეა.

ამიტენტის მოგებაზე  (45.6 მლნ) ჯგუფის საერთო მოგების (46.2 მლნ) 99% მოდის (2024-ის ანგარიში). 

წყარო: BRG