თბილისი (GBC) - აგვისტოს დასაწყისში დაანონსებული გეგმის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც Georgia Capital PLC-ის (GCAP) CEO ირაკლი გილაური საკუთარი აქციების 20%-ის გაყიდვას გეგმავს, მან პირდაპირი ფლობით დაკავებული აქციების ნაწილი გაყიდა და წილი 5.6%-დან 4.95%-მდე შეიმცირა.
ესაა მის მიერ პირველი აქციების გაყიდვაა მას შემდეგ, რაც კომპანია 2018 წლის მაისში დაარსდა.
ტრანზაქციის შედეგად, გილაურს პირდაპირ მფლობელობაში 1,808,414 ჩვეულებრივი აქცია დარჩა, რომელიც ტრანზაქციამდე 2,131,709 აქციას შეადგენდა.
GCAP-ის ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარის, ნილ ჯანინის განცხადებით, დროთა განმავლობაში, ირაკლი გილაურმა Georgia Capital-ში მნიშვნელოვანი მფლობელობა დააგროვა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ფულადი ანაზღაურება არ მიუღია. შესაბამისად, ანაზღაურების კომიტეტმა გილაურს მოუწოდა, გაეყიდა თავისი აქციების ნაწილი Georgia Capital-ში.
გილაურმა დაადასტურა, რომ გეგმავს დროთა განმავლობაში გაყიდოს მაქსიმუმ 625,000 Georgia Capital-ის აქცია.
აგვისტოს დასაწყისში გილაური ფლობდა საერთო ჯამში 3,126,503 აქციას, რომელთაგან 2,131,709 აქცია მის საკუთრებაში იყო პირდაპირ და 994,794 აქცია კი ჯერ არ არის გადაცემული (ფლობს როგორც ნულოვანი ღირებულების ოფციონებს), რომლებიც გადაეცემა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ანაზღაურების პოლიტიკის განრიგის შესაბამისად.
გილაურმა ეს აქციები Georgia Capital-სა და მის წინამორბედში – საქართველოს ბანკში, თავისი 20 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში დააგროვა სხვადასხვა გზით: ნაღდი ფულით შეძენით (213,523 აქცია), გადავადებული ხელფასის აქციებით (ნულოვანი ღირებულების ოფციონებით) და აქციონერული ბონუსებით – თავდაპირველად საქართველოს ბანკში, შემდგომში კი Georgia Capital-ში.
აქციების დაგეგმილი გაყიდვის შემდგომ და 2025 წლის სახელფასე აქციების მინიჭების შემდეგ, გილაური დაახლოებით 2.7 მილიონ აქციას დაიკავებს.