თბილისი (GBC) - სილქ ბანკი ზარალზეა. 1 აგვისტოს მდგომარეობით, 13 მლნ ლარს აღემატება.

წლიურად 6.5-ჯერ  (01.08.2024 – 2.07 მლნ), ივლისში კი 1.8 მლნ ლარით გაზრდილია (01.07.2025 -₾11.2 მლნ). რასაც მენეჯმენტი ახალ პროდუქტებში ინვესტირებით ხსნის. ბანკს ციფრული არხები განვითარებისთვის ზრდის ხარჯებს.

რებრენდინგიდან 1 წელში, საკრედიტო პორტფელმა  115 მლნ-ს გადააჭარბა  (01.07.2024 – 93 მლნ. + 27%Y.Y).

საშულოვადიანი პერიოდის (3 წელი) ამოცანა MAU-ს (ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობა) 300 000-მდე გაზრდაა.

01.08.2025-ისთვის  სასესხო პორტფელის დოლარიზაცია** 20-30% ფარგლებშია. ვადიან დეპოზიტებში* (109.3 მლნ ლარი) კი სავალუტოს (15.1 მლნ) წილი  14%-ს არ აღემატება.

7m.2025  / 7m.2024                  

 მლნ

 მლნ

აქტივები 

210.2

 204.3

სესხები

117.8

  93.07

.. საცალო 

  52.7

  21.7

დეპოზიტები

132.9

  124.0

სააქციო კაპიტალი

  66.8

    57,3

წმინდა ზარალი (მოგება)

  13.024

    2.07

წყარო:კომერციული ბანკი  & BRG

(**) კაპიტალის მოთხოვნაზე შეღავათია სასესხო პორტფელის დოლარიზაციის ნიშნით. ლარიზაციის კამპანიის მიზნებისთვის მოქმედებს CICR (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი). 40%-მდე დოლარიზაციისას რისკის წონა 40%- უტოლდება .ყოველ  დამატებით 1%-ზე კი ბანკებს 3%-ით მეტი კაპიტალი  მოეთხოვება.

 

* ანალოგიური მიდგომაა დეპოზიტებზე, სარეზერვო მოთხოვნის ნაწილში.