თბილისი (GBC) - საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს $1,57 მლრდ შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.6%-ით ნაკლებია, ხოლო 2024 წლის წინასწარ მონაცემებს 17.7%-ით აღემატება.

საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლიდან. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები და შესაბამისი ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

2024 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 85.8% შეადგინა. 

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2024 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 54.4% შეადგინა.

პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 27.5%-ით ($431.1 მლნ), მეორეზეა ნიდერლანდები 14.7%-ით ($230.9 მლნ), ხოლო მესამეზე - მალტა 12.2%-ით (1$91.7 მლნ).

2024 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 60.2% შეადგინა.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $579.5 მლნ შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 36.9%-ია.

მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი $183.6 მლნ-ით (11.7%), ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი $182 მლნ-ით (11.6%).