თბილისი (GBC) – რუსეთის რიაზანის ოლქში მდებარე დენთის ქარხანაში „ელასტიკ“ პარასკევს მომხდარი აფეთქების შედეგად, სხვადასხვა მონაცემებით, 3–5 ადამიანია დაღუპული, ოცზე მეტი კი დაშავდა. 

ტელეგრამ–არხები წერენ, რომ დაშავებულთაგან 5 მძიმე მდგომარეობაშია. Baza წერს, რომ 5 ადამიანი დაიღუპა და ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. არხის წყაროები აფეთქების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას ასახელებენ.