თბილისი (GBC) - არდადეგების შემდგომ სკოლისთვის მომზადება, თითქმის ყველასთვის, მოუსვენრობასთან, პოზიტიური სიახლეების მოლოდინთან და განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. ასეა, 1 სექტემბრის თარიღიც - მრავალი წლის განმავლობაში, სწავლა ყველგან სწორედ ამ დღეს იწყებოდა. მაშინ იშვიათად თუ იტყოდნენ - „სკოლისთვის ვემზადები“, ძირითადად ყველა 1 სექტემბრისთვის ემზადებოდა. 

სწავლა უმეტეს სკოლებში დიდი ხანია, 1 სექტემბერს აღარ იწყება, თუმცა ამ თარიღს წელსაც განსაკუთრებული მოლოდინებით უნდა დაელოდოთ, რადგან თიბისიმ ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებისთვის, ტრადიციულად, განსაკუთრებული შეთავაზებები მოგიმზადათ.

1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, მოსწავლის ბარათით თიბისის პარტნიორ ობიექტებში გადახდისას, 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 150 ლარი) მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

თიბისიმ სტუდენტებზეც იზრუნა და უნივერსიტეტისთვის მომზადება მათაც გაუმარტივა. თუ ხარ 18-დან 23 წლამდე და გაქვს ახალი თიბისი ბარათი, ისარგებლე იდენტური შეთავაზებით და მოემზადე უნივერსიტეტისთვის თიბისისთან ერთად.

მოსწავლის ბარათის და ახალი თიბისი ბარათის მომხმარებლებს შეთავაზებები დაგხვდებათ იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდით:

  • ბიბლუსი
  • სანტა ესპერანსა
  • შაქრო ბაბუა
  • Miniso
  • Reckless (დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 50%-ს, მაქსიმუმ 150 ლარს)
  • Antaris
  • Orgservice
  • IZIPIZI
  • Flormar

ბოლომდე ისიამოვნეთ არდადეგებიდან სკოლამდე პერიოდით და დაიწყეთ, ახალი სასწავლო წელი თქვენთვის სასურველი ნივთებით.

შეთავაზების დეტალებისთვის გადადით ბმულზე.