თბილისი (GBC) - სესხების წლიური ზრდის ტემპი შენელდა. 

აგვისტოს (01.08.2025) მდგომარეობით, ბანკების საკრედიტო დაბანდება 66.12 მილიარდი ლარია ( +14.9%Y.Y). ივლისში ბანკების ლარის პორტფელი 1%-ით (+389 მლნ. m.m), სავალუტო, 1.8%-ით (+511 მლნ. m.m) გაიზარდა.

სებ-ის სტატისტიკით, რეზიდენტი იურიდიული პირების დაკრედიტება 29.6 მლრდ ლარია. მ.შ. 18.8 მლრდ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაშია გაცემული. აქედან 13 მლრდ -მდე ლარის, აშშ დოლარში და 6.1 მლრდ ლარის ეკვივალენტი ევროში.

01.08.2025 -ის მდგომარეობით, ბანკების საცალო პორტფელი 34.2 მლრდ ლარია (01.08.2024 - 29.7 მლრდ) 

მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 57.6%-ია (01.08.2024 - 55.76% ) 

მილიარდერი ბანკები 000₾                         01.08.2025            01.08.2024

საქართველოს ბანკი

25 854 141

21 858 441

თი–ბი–სი ბანკი

25 342 874

22 800 735

ლიბერთი ბანკი

4 076 626

3 327 272

ბაზის ბანკი

3 064 208

2 618 284

კრედო ბანკი

2 835 170

2 286 453

ტერა ბანკი

1 616 030

1 406 257

პროკრედიტ ბანკი

1 381 196

1 321 090

ქართუ ბანკი

1 071 842

977 077

 

წყარო: NBG