თბილისი (GBC) - ადგილობრივმა მოქალაქეებმა (რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა) ივლისში 4 მლრდ -მდე ლარი გაანაღდეს.

აქედან სავალუტო ბრუნვაზე მოდის 1.8 მლრდ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში (>46%), ძირითადად, აშშ დოლარში. მცირედია -12%  (218 მლნ-ის ეკვივალენტი) ევროში. გატანები ფიქსირდება რუბლშიც, თუმცა 1% (18 მლნ ლარის).

რუბლში ყველაზე მოცულობითი ბრუნვა, 29 მლნ ლარის ეკვივალენტი, აღინიშნა შარშან ოქტომბერში.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, აგვისტოს მდგომაროებით (01.08.2025) საბანკო სექტორში ადგილობრივ ფიზიკურ და იურიდიულ პირების მიმდინარე ანგარიშებზე ნაშთი 12 მლრდ ლარია, მ.შ. 5  მლრდ  ლარის, უცხოურ ვალუტაში (01.08.2024 – 12.5 მლრდ; მ.შ. სავალუტო 7.2 მლრდ ლარის)

წყარო: BRG