GE EN
საფინანსო სექტორი
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენ...

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ აკადემიაში მათთვის საინტერესო მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის პარტნიორები არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy; ScaleUp; სქილვილი (Skillville); AgileSchool; Smart Fish Academy; Edutech Academy; Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია; ნეომაინდ აკადემია; Sky21; რე ედუქეითი; ელექტრონული აკადემია; დიზაინის ინსტიტუტი; ღვინისა და გასტრონომიის აკადემია. რა პროფესიების დაუფლება შეგიძლია?სასტიპენდიო პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს აერთიანებს. მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამისი აკადემიის ვებგვერდს ეწვიონ.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა; აპლიკაციების პირველადი გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)

1793713370

LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებე...

ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: 11 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე; 12 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | გორი - Gori Inn; 16 ნოემბერი | 17:00 - 18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50; 17 ნოემბერი | 14:00 - 15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ვებგვერდს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)

1793711664

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

ფესტივალი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში გაიმართა. ღონისძიების მონაწილე ფერმერმა ქალებმა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, სტუმრებს საკუთარი ნაწარმი წარუდგინეს. ფესტივალი მარადისელი ქალების კოოპერატივის, „მწვანე მარადისის“ მიერ იყო ორგანიზებული.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ფერმერმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება, წარმატების ისტორიები და საქმიანობის პროცესში არსებული გამოწვევები განიხილეს. ფესტივალის მიზანი ფერმერი ქალების წვლილის წარმოჩენა, მათი ნაწარმის პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება და ახალი თანამშრომლობებისა თუ შესაძლებლობების შექმნა იყო.ფესტივალის დასასრულს სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ. თიბისის სპეციალური ჯილდო „ყველაზე ინოვაციური პროდუქტის“ კატეგორიაში თამარ გოზალიშვილს გადაეცა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში აწარმოებს დამბალხაჭოსა და ჩურჩხელას, ასევე მოჰყავს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული. პარალელურად, უძღვება ბლოგს, რომლის მეშვეობითაც აუდიტორიას სოფლის ცხოვრებაზე უყვება და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს. თიბისიმ თამარ გოზალიშვილი ტრადიციული მეურნეობის განვითარების პროცესში თანამედროვე ციფრული და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების წარმატებული გამოყენებისთვის დააჯილდოვა.ფერმერ ქალთა მოსავლის ფესტივალი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ასევე ეხმიანებოდა გაეროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც 2026 წელი ფერმერი ქალების საერთაშორისო წლადაა გამოცხადებული. ფესტივალი ჩატარდა რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი, მომავალშიც გააგრძელებს ქალი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, მათი პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.(R)

1793707556

„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყ...

„ჰისნი“ კომპანიის ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას, მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და ცხოვრების სრულიად ახალ სტანდარტს აერთიანებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და ის საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.ოთხი 36-სართულიანი თაუერისგან შემდგარი პროექტი „ჰისნი“ საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ და საპარკინგე სივრცეებს მოიცავს. ასევე, მულტიფუნქციური პროექტი აერთიანებს 40 000 კვადრატული მეტრის სავაჭრო ცენტრს, 8 000 კვადრატული მეტრის რეკრეაციულ სივრცეს, 25-მეტრიან აუზს, პადელის კორტს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, თანამედროვე ფიტნესდარბაზსა და კაფე-რესტორნებს.„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 3 წლის განმავლობაში „ბიოგრაფი ლივინგი“ უკვე 10 პროექტს ახორციელებს. მათ შორის ყველაზე მასშტაბური პროექტია - „ჰისნი“, სადაც ახლა ბინების წინასწარ გაყიდვებს ვიწყებთ. პირველ და მეორე თაუერში ბინების 95% უკვე გაყიდულია, რაც პროექტის მიმართ საზოგადოების უდიდეს ნდობასა და ინტერესს ადასტურებს. შესაბამისად, წინასწარი გაყიდვების ეტაპი საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს გახდეს ამ გამორჩეული კომპლექსის ნაწილი და შეიძინოს ბინა ყველაზე ხელსაყრელი პირობებით,“ - აცხადებს ვასილ ფხაკაძე, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი დეველოპერული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ქალაქის ურბანულ განვითარებას უწყობს ხელს. „ჰისნი“ თავისი მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ამის კარგი მაგალითია. მოხარულები ვართ, რომ „ბიოგრაფი ლივინგთან“ მრავალწლიან თანამშრომლობას ვაგრძელებთ და ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაშიც ერთად ვმონაწილეობთ“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.„ბიოგრაფი ლივინგის“ მიზანია ურბანული გარემოს განახლება და დეველოპერულ ბაზარზე ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნა. კომპანიის ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც მობინადრეებს საშუალებას აძლევს, საცხოვრებელი გარემოდან ფეხით სავალ მანძილზე მიიღონ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ძირითადი სერვისები. „ბიოგრაფი ლივინგის“ მშენებარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი 75%-ს აღემატება, რაც კომპანიის პროექტების მიმართ მზარდ ინტერესსა და ნდობას ადასტურებს.(R)

1793706169

საქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა ზესტაფ...

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის.საქართველოს ბანკის რიგით 30-ე იდეათეკა რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში ბანკის პარტნიორთან, კომპანია “საქკაბელთან” ერთად  გაიხსნა. ახალი სივრცე სკოლის 1 300-ზე მეტი მოსწავლისთვის ცოდნის გაღრმავების, ახალი ინტერესების აღმოჩენისა და იდეების განვითარების შესაძლებლობებს შექმნის.თანამედროვე ბიბლიოთეკები მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2 000-მდე წიგნისგან დაკომპლექტებულ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებზე, პროექტორებსა და STEM კუთხეზე. იდეათეკები ახალგაზრდებს ეხმარება, განაგრძონ შემეცნება, განივითარონ კრიტიკული აზროვნება და აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. რიგით 30-ე იდეათეკის გახსნა კი ამ ინიციატივის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge(R)

1793704417

შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების პროფესიული დღე ა...

აღნიშნული ღონისძიება, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ დარახველიძემ გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში, ვიდეო მიმართვის საშუალებით მონაწილეებს მიესალმა და პროფესიული დღე მიულოცა IOTA -ს აღმასრულებელმა მდივანმა ალიქს პერინიომ დე ტროიმ.სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის და  მაღალი პროფესიონალიზმისთვის, IOTA-ს აღმასრულებელი მდივნისა და IOTA-ს მოქმედი პრეზიდენტის მიერ, ხელმოწერილი სერტიფიკატები შემოსავლების სამსახურის 21 წარმატებულ თანამშრომელს გადაეცა.შემოსავლების სამსახური თითოეულ თანამშრომელს და ასევე შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA)  წევრ საგადასახადო ადმინისტრაციებს ულოცავს პროფესიულ დღეს.IOTA - ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდა ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1996 წელს დაარსდა და აერთიანებს ევროპის რეგიონის 43 ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციას. 2023 წელს, საქართველომ პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა.

1793694455

ბაზარზე სავალუტო პუნქტები შემცირდა

AML/CFT კანონმდებლობის დარღვევისთვის 6 სანქცირებულიდან ყველაზე მეტი - 98 000 ლარი დაეკისრა შპს "მონეტო ჩეინჯის" (მესაკუთრე ანა გეგელია), რომელსაც 14 გარიგება არ გაუტარებია ელექტრონულ სისტემაშიდანარჩენის 5 -ის ("პაგაა", "მონეტა", "თეთრი", "ლობჟანიძე", "მარიამიძე") დარღვევა-გადაცდომები  თითქმის იდენტურია. მარეგულირებელი ბაზრის მონაწილეებს მონიტორინგის, აღრიცხვის და ანგარშგების წესების დარღვევას ედავება.უმეტეს შემთხვევაში სავალუტო პუნქტების ტრანზაქციები დაუარქივებელია. არ არის გატარებული ელექტრონულ სისტემაში. ასევე ბევრჯერ და განმეორებით მომსახურება გაწეულია ვერიფიკაციის გარეშეწელს სებ-მა 70-მდე სავალუტო ჯიხურის სანქციებაზე განაცხადა. ნაწილს ბაზრის დატოვება ან ქსელის შემცირება უწევს.ამ დროისთვის ბაზარზე 671 პუნქტი რჩება (L/Y - 720)

1793629080

TBC კაპიტალი: სექტემბრის დინამიკა არაერთგვაროვანია

დაკრედიტების ზრდა დაჩქარდა,ძირითადად ბიზნეს სესხების ზრდის ხარჯზე, თუმცა მატება გარკვეულწილად წინა წლის დაბალი ბაზით აიხსნება. ამასთან, ოქტომბერში ინდიკატორები კვლავ ძლიერ აქტივობაზე მიუთითებს: ჯამური უნაღდო ხარჯების ოდნავ შემცირდა, ძირითადად ხანგრძლივი მოხმარების საქონლის შესყიდვების შენელების გამო, ხოლო უცხოური ბარათებით ხარჯები სექტემბრის მაღალ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ თვის ბოლოს საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლა გასული წლის იმავე პერიოდის დონეს ჩამოსცდა.30 ოქტომბერს, აგვისტოში S&P-ის ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. მიზეზებად სააგენტომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სავალუტო რეზერვების დაგროვება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაბალ დონეზე მდგრადად შენარჩუნების მოლოდინი დაასახელა. თიბისი კაპიტალის შეფასებით, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა ბალანსმა მეორე კვარტალში მშპ-ის 0.4% შეადგინა და, უკვე ზედიზედ მეხუთე კვარტალია, პროფიციტში ნარჩუნდება. მკითხველს შევახსენებთ, რომ, პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველოს მიერ დანარჩენი მსოფლიოდან მიღებული სავალუტო შემოსავლები საზღვარგარეთ გადახდილ თანხებს აღემატებოდა. ამავდროულად, სახეზეა გარკვეული შენელებაც - მეორე კვარტლის პროფიციტი მხოლოდ მცირედით აღემატება პირველი კვარტლის იმავე მაჩვენებელს (მშპ-ის 0.1%), ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელია, რაც პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის გადახდილი დივიდენდების წლიურ ჭრილში ფაქტობრივად გაორმაგებას უკავშირდება. წინასწარი შეფასებით, მოსალოდნელია, რომ პროფიციტი მესამე კვარტალშიც შენარჩუნდა.ამ ფონზე, სებ-მა სექტემბერში სავალუტო ბაზარზე დამატებით 249 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო წლის დასაწყისიდან ჯამურმა შესყიდვებმა 3.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, სექტემბრის ბოლოს მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც  საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 129%-ია. მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. წმინდა სავალუტო შემოდინებების მხრივ, სექტემბერში დინამიკა არაერთგვაროვანი იყო. ექსპორტის ზრდა დაახლოებით 4%-მდე შენელდა, რაც ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ და დანარჩენი ექსპორტის გასული წლის მაღალ ბაზასთან შედარებით კლებამ განაპირობა, იმპორტის ზრდა კი ძირითადად ნავთობპროდუქტების ხარჯზე დაჩქარდა. შენელდა ავტომობილებისა და ნედლეულის გარეშე ექსპორტის ზრდაც, თუმცა წლის დასაწყისიდან ორნიშნა მაჩვენებელზე რჩება, ხოლო სავაჭრო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით წინა წლების მაჩვენებლებზე მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, წლიურად 10%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები. ფულადი გადარიცხვების ერთ-ერთი მსხვილი რუსული სისტემის სანქცირების შემდეგ რუსეთიდან გზავნილები ჯერჯერობით გასული წლის დონის მხოლოდ მეხუთედს შეადგენს, ხოლო ევროპიდან გზავნილებზე უარყოფითად ევროს გაუფასურება მოქმედებს. საპირისპიროდ, ტურიზმიდან შემოსავლები მესამე კვარტალში წლიურად თითქმის 12%-ით გაიზარდა, ძირითადად ევროკავშირიდან, რუსეთიდან და ისრაელიდან ვიზიტორების ხარჯზე.ოქტომბერში ნავთობი კიდევ უფრო გაძვირდა, სურსათის ფასების დინამიკა კი არაერთგვაროვანია. ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო თვიურმა ფასმა წლის მაქსიმუმს მიაღწია და, მიწოდების რისკების მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, ამჟამად დაახლოებით 110 აშშ დოლარად ივაჭრება, მაშინ როდესაც საბაზო სცენარი წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებას მოიაზრებდა. ამასთან, სექტემბერში სურსათის გლობალური ფასების ინდექსი კვლავ გაიზარდა და 2022 წლის ბოლოს შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. თუმცა, საგრძნობლად შემცირდა მარცვლეულის საერთაშორისო ფასი – ოქტომბრის მდგომარეობით, ხორბალი აგვისტოს ბოლოს დაფიქსირებულ პიკთან შედარებით 20%-ზე მეტით არის გაიაფებული.21 ოქტომბრის სხდომაზე სებ-მა ინფლაციის პროგნოზი გაზარდა, თუმცა, ჩვენი მოლოდინის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა. ამავდროულად, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტები, წინა სხდომებთან შედარებით, უფრო ძლიერია. სექტემბერში ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ოქტომბერში განაკვეთები უცვლელად დატოვეს, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე დეკემბერში ორივეს შემთხვევაში განაკვეთის ზრდას მოელიან. საერთო ჯამში, შიდა ინფლაციური წნეხის ზრდა და გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობები დეკემბერში სებ-ის მხრიდან განაკვეთის 8.5%-მდე გამკაცრების ალბათობას ზრდის.სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა, თუმცა ინფლაციის ძირითადი ტენდენცია ძლიერდება. უმაღლესი განათლების საფასურის მკვეთრი შემცირების ერთჯერადი ეფექტის გარეშე, წლიური ინფლაცია 6.3% იქნებოდა, საქსტატის საბაზო ინფლაცია 3.7%-ის ნაცვლად 5.1%, მომსახურების ინფლაცია კი იმავე 3.7%-ის ნაცვლად 6.6%. ინფლაციის ძირითადი ტენდენციის საზომების უმეტესობა 2023 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზეა. გარდა ამისა, ძლიერდება მომსახურების გაძვირება, რაც მაღალი ინფლაციის შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნების რისკს ზრდის. საპირისპიროდ, საქონლის, მათ შორის საკვების, ფასების ზრდა ნელდება, რაც მთლიან ინფლაციაზე შემაკავებელი მიმართულებით მოქმედებს. საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალი 2026 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 6.0%-დან 5.7%-მდე ამცირებს, რადგან უმაღლესი განათლების საფასურის კლების გავლენა ნავთობისა და საკვების მხრიდან დამატებით ზეწოლას აჭარბებს. ამავდროულად, ნავთობის გაძვირების გაგრძელების შემთხვევაში ინფლაცია შესაძლოა პროგნოზს გადააჭარბოს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ ოქტომბერ-ნოემბერში წლიური ინფლაცია შემცირდება, ხოლო დეკემბერში კვლავ გაიზრდება, რაც საბაზო ეფექტებს უკავშირდება.პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007754-macro-update-georgia

1793626667

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება...

პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.რა მიმართულებებს მოიცავს სასტიპენდიო პროგრამა?სასტიპენდიო პროგრამა სხვადასხვა სფეროს აერთიანებს, მათ შორისაა: ტექნოლოგიები: მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება; დიზაინი: გრაფიკული და 3D დიზაინი, AI + გრაფიკული დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი; მარკეტინგი: კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი; ფინანსები და ბიზნესი: ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა; კულინარია: მზარეულისა და კონდიტერის პროფესიები. რომელ აკადემიებშია შესაძლებელი სწავლა?საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების მიმართულებით 20-მდე პარტნიორ აკადემიასა და სასწავლებელთან თანამშრომლობს. მათ შორისაა: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია, Tbilisi School of Communication, Academy of Digital Industry, Smart Academy, IT Academy STEP, Headvice, BDO Academy, ScaleUp, სქილვილი, AgileSchool, Smart Fish Academy, Edutech Academy, Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია, ნეომაინდ აკადემია, Sky21, რე ედუქეითი, ელექტრონული აკადემია, დიზაინის ინსტიტუტი და ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.აკადემიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც ახალი პროფესიის დაუფლება ან საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარება სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან.როგორ უნდა შეავსო განაცხადი?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე. განაცხადების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები შესაბამისი აკადემიისგან გასაუბრებაზე მიიღებენ მოწვევას. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შემოწმებასაც ითვალისწინებს.განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე. საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)

1793621369

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ

შეთავაზების ფარგლებში, პირველი 10,000 მოსწავლე, რომელიც 2 ნოემრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიღებს sCool Card-ს, სასკოლო ფორმის შეძენისას 50%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).იმ მოსწავლეებს კი, რომლებიც პირველ 10,000 მომხმარებელში ვერ მოხვდებიან, ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უკვე აქვთ sCool Card, სასკოლო ფორმის შეძენისას 10%-იანი ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ (მაქსიმუმ 20 ლარი).შეთავაზება 2 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ გაყიდვის წერტილებში, ისე ონლაინ. ქეშბექი მომხმარებლის ანგარიშზე ავტომატურად, 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება ვრცელდება 5-დან 12 წლის მოსწავლეებზე, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში აიღებენ sCool Card-ს. ქეშბექით სარგებლობისთვის კი აუცილებელია სასკოლო ფორმის შეძენისას sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.sCool Card-ის აღება უფასოა და მისი შეკვეთა შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან, ვებგვერდიდან ან ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.sCool Card მოსწავლეებისთვის შექმნილი ბარათია, რომელიც მათ სხვადასხვა ყოველდღიურ ბენეფიტს სთავაზობს, მათ შორის, სატრანსპორტო შეღავათებს, სპეციალურ შეთავაზებებსა და ჯანდაცვის პროგრამას.(R)

1793619133