GE EN
ღვინო და ტურიზმი
კახეთში 12,4 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული - რთველი 2026 აქტიურ...

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე 400-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. მიმდინარე წელს კახეთში მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან ყურძენს დადგენილი პირობებით ჩაიბარებს: საფერავი: კონდიციური და დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 21%) - 1.50 ლარი; არაკონდიციური/ნაწილობრივ დაზიანებული (შაქრიანობა 17%-21%) - 0.90 ლარი; დაზიანებული ან 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 0.30 ლარი. სხვა ჯიშები: დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 20%) 0 1.30 ლარი; შაქრიანობა 17%-20% - 0.80 ლარი; 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 0.30 ლარი. ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის ნომრებზე (1501 ან 032 2 19 37 18) შეუძლიათ.

1789634622

„ღვინო შიშის გარეშე“: რა იმალება ქულებსა და რეგულაციებს მიღმა - ინტერვ...

თბილისი (GBC) - მას შემდეგ, რაც საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საექსპორტო სერტიფიცირებისთვის 1.5-ქულიანი მინიმალური ბარიერი და სავალდებულო ორგანოლეპტიკური ტესტირება დააწესა, სექტორში დისკუსია ხელახლა აგორდა. სახელმწიფოს პოზიცია პრაგმატულია: ბაზრის დაცვა დაბალხარისხიანი პროდუქციისა და ფალსიფიკაციისგან. თუმცა, მცირე და არტიზანული მარნების ნაწილში ჩნდება შეკითხვა: ხომ არ გადაიქცევა ხისტი ადმინისტრაციული ფილტრი ბიუროკრატიულ ბარიერად სწორედ იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც ექსპერიმენტულ, ქვევრისა და ბუნებრივ ღვინოებზე მუშაობენ?სანამ ადგილობრივი ბაზარი ახალ თამაშის წესებს ერგება, გლობალური ინდუსტრია სულ უფრო ხშირად მსჯელობს იმაზე, თუ რა არის ქულის რეალური დანიშნულება - პროდუქტის „ჩასაჭრელი“ იარაღი თუ მომხმარებელთან დიალოგის მთავარი ბერკეტი?ამ დილემის გასააზრებლად ღვინის ექსპერტს, წიგნის How to Appreciate Wine ავტორს, პოლ დეკლერკს გავესაუბრეთ. საფრანგეთში, ლუარის ხეობაში, მეღვინეთა ოჯახში გაზრდილმა ექსპერტმა საკუთარი 5-ქულიანი შეფასების მეთოდოლოგია სწორედ იმისთვის შექმნა, რომ ღვინო აკადემიური სნობიზმისა და არასაჭირო დაძაბულობისგან გაეთავისუფლებინა.„როდესაც ადამიანს ხელში ღვინის ჭიქას აძლევ, თითოეულს შეუძლია თქვას, მოსწონს თუ არა ის, მაგრამ თითქმის არავის შეუძლია ახსნას, რატომ“, - აღნიშნავს დეკლერკი. - „ხშირად ეს არომატების, ტექსტურის, სიბლანტის ან მჟავიანობის დამსახურებაა, თუმცა დამწყებისთვის ამის გარჩევა რთულია. 5-ქულიანი მეთოდი ეხმარება გამოუცდელ ადამიანს, მიხვდეს, რას მიაქციოს ყურადღება ჭიქაში და შეაფასოს ღვინო წმინდად ხარისხობრივი თვალსაზრისით“.„გემოვნება სუბიექტურია, ხარისხი - ობიექტური“ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე გავრცელებული დოგმა გემოვნების აბსოლუტურ სუბიექტურობას ეფუძნება. თუმცა, პოლ დეკლერკის ფილოსოფია ამ მიდგომას მკვეთრად მიჯნავს ხარისხის ცნებისგან.„ზოგიერთი იტყვის, რომ გემოვნება სუბიექტურია, ეს სიმართლეა, მაგრამ ბროკოლის სულ სხვა გემო ექნება შენ მიერ მომზადებულს და სულ სხვა, 3-ვარსკვლავიანი მიშლენის შეფმზარეულის შესრულებით. ამიტომ ჩემი პასუხია: დიახ, გემოვნება სუბიექტურია, მაგრამ ხარისხი - ობიექტური. ხარისხი არის სტანდარტი, რომელიც არსებობს ნებისმიერ ადამიანურ ნაწარმში და სწორედ ამის შეფასებას ვცდილობთ“.ეს მიდგომა განსაკუთრებით საინტერესოა ქართული სადეგუსტაციო კომისიებისა თუ რიგითი მომხმარებლების კონტექსტში, სადაც ხშირად ერთმანეთში ურევენ პირად პრეფერენციასა და პროდუქტის სტრუქტურულ გამართულობას. 5-ქულიანი სისტემის არსი სწორედ პერსონალური სიმპათიების გვერდზე გადადება და ღვინის ობიექტური სტრუქტურის - ბალანსის, ინტენსივობის, სიგრძისა და კომპლექსურობის შეფასებაა.ქვევრი, როგორც გლობალური ენდემი და შეფასების უნივერსალურობატრადიციული, ჭაჭაზე დაყენებული ქვევრისა და ამფორას ღვინოები, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში მხოლოდ კავკასიურ ეგზოტიკად აღიქმებოდა, დღეს გლობალური მეღვინეობის ნაწილად იქცა. ევროპელი მეღვინეები სულ უფრო აქტიურად ნერგავენ თიხის ჭურჭელს საკუთარ მარნებში.„მართალია, რომ ტრადიციულ თიხის ქვევრებსა თუ ამფორებს დღეს მსოფლიოს უამრავ მარანში შეხვდებით, მე პირადად ვნახე ისინი შამპანში, ბურგუნდიასა და ბორდოში. ძალიან ხშირად მწარმოებლები მათ რამდენიმე მოსავლის განმავლობაში ექსპერიმენტის სახით იყენებენ, სანამ საბოლოოდ დანერგავენ. როგორც იცით, ღვინის ინდუსტრიაში ყველაფერი ნელა იცვლება და სიახლეების მიღება რთულია“, - განმარტავს დეკლერკი.მისთვის, როგორც ექსპერტისთვის, თიხის ჭურჭლის უპირატესობა ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებშია: თიხის ფორებიანობა და ჭურჭლის მომრგვალებული ფორმა ხელს უწყობს ღვინის ბუნებრივ, როტაციულ მოძრაობას, რაც მუხის კასრებსა თუ უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში ხელოვნურად, ტუმბოებითა თუ სპეციალური ჯოხებით (ბატონაჟი) მიიღწევა.თუმცა, ასეთი არტიზანული, მაღალტანინიანი და ხშირად „ნარინჯისფერი“ (Skin-contact) ღვინოების გლობალურ ბაზარზე გამოჩენამ ახალი კითხვა გააჩინა: როგორ უნდა შეფასდეს პროდუქტი, რომელიც კლასიკურ სადეგუსტაციობადეებს არ ერგება?დეკლერკი თვლის, რომ შეფასების ობიექტური ჩარჩო უნივერსალური უნდა იყოს:„ჩემი 5-ქულიანი მეთოდი უნივერსალურია. ის მუშაობს ნებისმიერ ღვინოზე: წითელზე, თეთრზე, ვარდისფერზე, შამპანურზე, ნარინჯისფერზე, ასევე მსუბუქ თუ სრულტანიან ღვინოებზე. არ ვამბობ, რომ მყისიერად ექსპერტი გახდებით და ქვევრის სპეციფიკას ეგრევე ამოიცნობთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გექნებათ ბევრად უკეთესი გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს "ხარისხი" ღვინოში“.ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ექსპორტიორებისთვის. როდესაც დასავლური ბაზარი არტიზანულ ღვინოს იღებს, შეფასების კრიტერიუმები არ უნდა აბნევდეს მომხმარებელს; პირიქით, უნივერსალური შკალა ეხმარება მათ, ქვევრის სპეციფიკური ტანინები და დაყენების სტილი აღიქვან არა დეფექტად, არამედ სტრუქტურული ხარისხის შემადგენელ ნაწილად.ქულების მახე ბიზნესში და რობერტ პარკერის გაკვეთილიღვინის ბიზნესში, სომელიეთა ქსელებსა და მსხვილ რითეილში ათწლეულებია გაბატონებულია 100-ქულიანი თუ 5-ქულიანი შკალები. თუმცა, როდესაც ბაიერები და სავაჭრო აგენტები შეფასებას მხოლოდ მშრალ ციფრებზე დაყრდნობით ახდენენ, ისინი უშვებენ შეცდომას, რომელიც ხშირად ბაზრის რეალურ მოთხოვნას აცდენილია.„მთავარი შეცდომა, რასაც ბაიერები თუ სომელიეები უშვებენ, არის ის, რომ მათ ძალიან ადვილად ავიწყდებათ, რა სურს რეალურად მომხმარებელს“, - აღნიშნავს დეკლერკი და მაგალითად მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი კრიტიკოსის, რობერტ პარკერის ფენომენი მოჰყავს.„ყველამ იცის, რომ პარკერს მკვეთრად გამოხატული პრეფერენცია ჰქონდა მძიმე, სრულტანიანი და მაღალალკოჰოლიანი წითელი ღვინოებისადმი. რეგიონი, რომელსაც მან ყველაზე მეტი 100-ქულიანი შეფასება მიანიჭა, კალიფორნიაა. რატომ? იმიტომ, რომ ნაპას ხეობა ცნობილია 15%-იანი, ძლიერი კაბერნე სოვინიონებით. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ასეთი ღვინო ყველას უყვარს? აბსოლუტურად არა!“.დეკლერკს მოჰყავს კიდევ ერთი ნიშანდობლივი დეტალი: პარკერს თავისი კარიერის განმავლობაში 100 ქულა არასდროს მიუნიჭებია ბურგუნდიული ღვინისთვის, სწორედ იმის გამო, რომ ბურგუნდია მსუბუქ, ელეგანტურ და არომატულ ღვინოებს აწარმოებს, რაც კრიტიკოსის პირად გემოვნებას არ ემთხვეოდა.დღეს გლობალური ტრენდი მკვეთრად იცვლება: მომხმარებელი სულ უფრო მეტად ანიჭებს უპირატესობას ნაკლებალკოჰოლიან, ცოცხალ ღვინოებს (რაც სერიოზულ გამოწვევას უქმნის მეღვინეებს, რადგან კლიმატის გლობალური დათბობა ყურძენში შაქრიანობას და, შესაბამისად, ალკოჰოლის პროცენტს ზრდის).„ღვინის ბაიერებმა უნდა შეინარჩუნონ კავშირი თავიანთ მომხმარებლებთან და შესთავაზონ ის, რისი დალევაც მათ რეალურად სურთ - ეს არის ბიზნესის საფუძველი“, - დასძენს დეკლერკი.შესაბამისად, ქულა ან მედალი ვერ გახდება გაყიდვების ერთადერთი გარანტი, თუ პროდუქტი არ პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის ცხოვრების წესსა და პრეფერენციებს.ქართული ექსპორტის დილემა: Storytelling vs. Scoresდასავლურ, მაღალმსყიდველუნარიან ბაზრებზე ქართველი ექსპორტიორების მთავარი გამოწვევა პოზიციონირებაა. წლებია, ინდუსტრია ცდილობს ჩრდილოეთის (რუსეთის) დაბალფასიანი, მასობრივი სეგმენტის იმიჯიდან გამოსვლას და ევროპულ თუ ამერიკულ თაროებზე ადგილის დამკვიდრებას. როდესაც საქმე ეხება შედარებით ძვირად ღირებულ, არტიზანულ ქვევრის ღვინოებს, იბადება პრაგმატული კითხვა: რა უფრო ეფექტურად უბიძგებს მომხმარებელს გადახდისკენ - რეგიონისა და 8,000-წლიანი ტრადიციის ემოციური ისტორია (Storytelling) თუ რიცხვებით შეფასების ლოგიკა?პოლ დეკლერკის დაკვირვებით, პასუხი გაყიდვების არხსა და მომხმარებლის ტიპზეა დამოკიდებული:„დამწყები და მოყვარული მომხმარებლებისთვის, ამბის თხრობა (Storytelling) დღეს გაყიდვების ყველაზე ძლიერი მამოძრავებელია. სწორედ ამიტომ ურჩევენ ღვინის მარკეტოლოგები და კონსულტანტები მწარმოებლებს, დახვეწონ თავიანთი ისტორიის გადმოცემის ხელოვნება - ეს ხშირად იმაზე მნიშვნელოვანიც კი ხდება, ვიდრე თავად ღვინო“.თუმცა, პროდუქციის მასობრივ რითეილში მოხვედრისას სურათი მკვეთრად იცვლება:„სუპერმარკეტებს უყვართ ბოთლზე ქულებისა და მედლების ჩვენება: როდესაც გვერდით არავინ დგას, ვინც ისტორიას მოგიყვება, ქულა არის ყველაზე სწრაფი გზა მყიდველის დასარწმუნებლად“.ქართული სექტორისთვის ეს ორმაგ სტრატეგიას გულისხმობს. მაღალსეგმენტურ ღვინის ბარებსა და ბუტიკებში გაყიდვების გასაღები ქვევრის ემოციური ისტორიაა, ხოლო მსხვილ ქსელურ მარკეტებში დამკვიდრებისთვის აუცილებელი ხდება საერთაშორისოდ აღიარებული, ობიექტური შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც უცხოელ მომხმარებელს ნდობას უჩენს.რეგულაცია (Top-Down) თუ განათლება (Bottom-Up)?ადგილობრივ ბაზარზე სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრებამ და 1.5-ქულიანი ბარიერის დაწესებამ წამოსწია ფუნდამენტური დილემა: რა არის უფრო ეფექტური ინდუსტრიის გრძელვადიანი ზრდისთვის - ხისტი ადმინისტრაციული ჩარჩოები, თუ გაცნობიერებული მომხმარებლის ჩამოყალიბება, რომელიც თავად მოითხოვს ხარისხს?დეკლერკთან დისკუსიისას იკვეთება „ძველი სამყაროსა“ (ევროპა) და „ახალი სამყაროს“ (ამერიკა, ავსტრალია) განსხვავებული ფილოსოფია:„ძველ სამყაროში“ არსებობს კონტროლირებადი ადგილწარმოშობის დასახელებები (AOC საფრანგეთში, DOCG იტალიაში), რომლებიც უზრუნველყოფენ ღვინის წარმოშობისა და ხარისხის მინიმალურ სტანდარტს. საუკეთესო მაგალითია შამპანი: იმისთვის, რომ ღვინოს 'შამპანური' ეწოდოს, ყურძენი უნდა მოვიდეს კონკრეტული რეგიონიდან, ვენახები არ უნდა ირწყვებოდეს, მოსავალი ხელით უნდა დაიკრიფოს და შესრულდეს ათასი სხვა წესი. მიზანია, მომხმარებელს გარანტირებული ჰქონდეს საბაზო ხარისხი და ენდოს პროცესს“.ამის საპირისპიროდ, „ახალ სამყაროს“ დიდი ხნის განმავლობაში თითქმის არ ჰქონდა მკაცრი წესები. თუმცა, დეკლერკის თქმით, ტენდენცია იცვლება:„წმინდა ბაზრის ზრდის თვალსაზრისით, წესების არარსებობას მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა მეტი აზრი ჰქონდეს, რადგან მომხმარებელი თავად იწყებს საკუთარი კრიტერიუმების ჩამოყალიბებას. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, სრული უწესობა დამღუპველია. კალიფორნიაც კი უკვე იწყებს მსგავსი რეგულაციების დანერგვას ადგილობრივი დასახელების დასაცავად, რადგან მიხვდნენ, რომ მომხმარებლისთვის წარმოშობას დიდი მნიშვნელობა აქვს“.საქართველოში გვაქვს ადგილწარმოშობის დასახელებები (PDO - „წინანდალი“, „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“ და ა.შ.), თუმცა მათი აღქმა საერთაშორისო ბაზარზე ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ეს გაკვეთილი გვიჩვენებს, რომ გრძელვადიანი რეპუტაცია მკაცრ, გამჭვირვალე სტანდარტებზე დგას, თუმცა რეგულაცია არ უნდა გადაიქცეს ბიუროკრატიულ მარყუჟად მცირე, ინოვაციური მარნებისთვის.ღვინის შიშის დაძლევა და ქართველი მომხმარებლის ახალი ერაყველა ბიუროკრატიული ჩარჩოს, 1.5-ქულიანი საექსპორტო ზღვრისა თუ 100-ქულიანი სადეგუსტაციო ბადის მიღმა დგას მთავარი ფიგურა - ადამიანი, რომელსაც ხელში ღვინის ჭიქა უჭირავს. ღვინის ინდუსტრიის მთავარი შეცდომა ათწლეულების განმავლობაში იყო ის, რომ მან მომხმარებელი გადატვირთა აკადემიური ტრივიითა და სნობიზმით, ნაცვლად იმისა, რომ მისთვის მარტივი, პრაქტიკული ინსტრუმენტები მიეცა.„ჩემთვის მთავარია, ადამიანებმა შეწყვიტონ ღვინის შიში და დაიწყონ საკუთარი თავის ნდობა“, - ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს პოლ დეკლერკი. - „გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ არ გაქვთ "სპეციალური ყნოსვა" ან "განსაკუთრებული სასა" ღვინის სრულად შესაფასებლად. უბრალოდ, აქამდე არავის უთქვამს თქვენთვის, რას მიაქციოთ ყურადღება. ღვინო რთული თემაა: რეგიონები, ჯიშები, მწარმოებლები... ეს საშიშად გამოიყურება, მაგრამ ასე არ უნდა იყოს. დაიწყეთ სტრუქტურით და დანარჩენი თავისით მოვა“.ქართული ღვინის სექტორი დღეს გარდამავალ ეტაპზეა. ეროვნულ დონეზე ხარისხის კონტროლი და გლობალური საექსპორტო ამბიციები მხოლოდ მაშინ მოიტანს მდგრად შედეგს, თუ 1.5-ქულიანი ბარიერი სადამსჯელო ფილტრის ნაცვლად გამჭვირვალე სტანდარტად იქცევა, ხოლო ქვევრის ტრადიცია უნივერსალურ ხარისხს შეერწყმება.საბოლოო ჯამში, ქულა არ უნდა იყოს ბიუროკრატიული ბარიერი - ის უბრალოდ კომპასია მომხმარებლისთვის.„ღვინო არ არის ფაქტების ზეპირად სწავლა ან ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა. ეს არის ცნობისმოყვარეობა, სიამოვნება და საკუთარი თავდაჯერებულობის შენება, ეტაპობრივად, თითოეული ჭიქით“, - პოლ დეკლერკი.ავტორი: ანა გულბათაშვილი, ჟურნალისტი

1789035638

ღვინის წარმოებაში დარღვევები შემცირდა

ინსპექტირებას ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები („Bureau Veritas“ და „SGS“) ახორციელებდნენ.სააგენტოს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, 7 თვის მონაცემები მიმართულებების მიხედვით ასე გადანაწილდა: საინსპექციო კონტროლი: 41 კომპანიაში განხორციელდა 181 შემოწმება, რომლის მიზანი სერტიფიცირებისთვის წარდგენილი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენა იყო. აღებული 479 ნიმუშიდან დარღვევა 4 კომპანიის 9 ნიმუშში გამოვლინდა. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) ინსპექტირება: საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა შემოწმება 60 კომპანიაში ჩაატარეს. აღებული 223 ნიმუშიდან დარღვევა 7 კომპანიის 11 ნიმუშში დაფიქსირდა. შიდა ბაზრის კონტროლი: შემოწმდა 79 ობიექტი, სადაც დარღვევა 43 კომპანიის 63 ნიმუშში გამოვლინდა. სახელმწიფო ზედამხედველობა: 5 კომპანიაში განხორციელდა 15 შემოწმება, რომლის ფარგლებშიც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეფასდა. აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის რეგულარული კონტროლი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

1786098302

ISG–ის პრეზიდენტი ქართულმა ღვინომ კვლავ აღაფრთოვანა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს კახეთში, იმერეთსა და ქართლში სტუმრობდნენ. რეგიონული ტურის გარდა, ღვინის პროფესიონალებისთვის თბილისში გაიმართა სპეციალური დეგუსტაცია „Walk-around Tasting“, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.„ეს ჩემი მეორე მოგზაურობაა საქართველოში. იგი კვლავაც არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე და თანდათან ვეცნობი, როგორი მაღალი ხარისხისაა აქაური ღვინოები. მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს ხარისხზე ზრუნვა. საქმე მხოლოდ ქვევრში და ღვინის დაყენების მეთოდში კი არ არის, არამედ იმაშიც, თუ როგორ გამოიყენება უამრავი ძალიან უნიკალური ქართული ვიტის ვინიფერას ვაზის ჯიში, რომლებიც კერძებთან საოცრად თავსებადი ჯიშებია და რომელთა შეხამებაც ძალიან ადვილია, როგორც მასპინძლობისა და სერვისის, ისე კულინარიული თვალსაზრისით. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ გავაკეთოთ საქართველოსთან ერთად. საქართველოს შეუძლია ძალიან წარმატებული იყოს საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა ჯოზეფ მილერმა.ISG მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და აღიარებული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა ღვინისა და სომელიეს პროფესიის სფეროში. ორგანიზაცია ინდუსტრიის პროფესიონალებს სთავაზობს აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებს, როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი სომელიეებისთვის. ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატები ძალიან ფასეულია გლობალურ სარესტორნო, სასტუმრო და მეღვინეობის ბიზნესში. პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ღვინის დეგუსტაციას, არამედ მენეჯმენტს, მომსახურების სერვისს, მეღვინეობის ტექნოლოგიასა და კერძისა და ღვინის შეხამების ხელოვნებას. ორგანიზაცია ამჟამად მუშაობს 40-ზე მეტ ქვეყანაში და სტუდენტებს სასწავლო პროგრამებს 14-ზე მეტ ენაზე სთავაზობს. ISG-ს სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ კურსს.

1784884692

G&T ტურისტული ნაკადის ერთნიშნა ზრდას პროგნოზირებს

მ.შ. ტურისტული ვიზიტები 2.7%-ით (Y.Y), 1.3 მლნ-მდე, ერთდღიანი, 11.6%-ით (Y.Y), 0.3 მლნ -მდე შემცირდავიზიტების კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან (-32.4% Y/Y), ინდოეთიდან (-75.8% წ/წ) და მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის თურქეთიდან (-6.9% Y/Y) და სომხეთიდან (-5.0% Y/Y), ვიზიტების რაოდენობის შემცირებამ განაპირობა. ახლო აღმოსავლეთიდან კლება ირანის კონფლიქტს, ხოლო ინდოეთიდან კლება IndiGo-ს მიერ ფრენების შეჩერებას უკავშირდებოდა. აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა ვიზიტების ზრდამ ევროკავშირიდან (+19.4% Y/Y), რუსეთიდან (+5.1% Y/Y), უკრაინიდან (+21.3% Y/Y), აზერბაიჯანიდან (+4.7% Y/Y) და ჩინეთიდან (+3.2% წ/წ). ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 2.7%-ით შემცირდა, 2.7 მლნ -მდე..G&T -ის მოლოდინით, 2026 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა დაბალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება. ზრდას ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის გაუმჯობესება, ახლო აღმოსავლეთიდან სამოგზაურო მოთხოვნის ნორმალიზება და ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა. შემოსავლები ტურიზმიდან: 2026 წლის II კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ვიზიტების დინამიკის მსგავსად, კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ, ირანიდან (-65.1% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (-61.9% წ/წ), ასევე თურქეთიდან (-10.9% წ/წ) მიღებული შემოსავლების შემცირებამ განაპირობა. ამასთან, ისრაელიდან ვიზიტების უფრო მკვეთრი კლების მიუხედავად, შემოსავლები წლიურად მხოლოდ 3.0%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან (+12.1% წ/წ), რუსეთიდან (+10.1% წ/წ), უკრაინიდან (+49.8% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+10.3% წ/წ) მიღებული შემოსავლების ზრდამ აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა. 

1784809139

ივნისში ტურიზმის შემოსავლები 6.3%-ით გაიზარდა

მიუხედავად ივნისის პოზიტიური დინამიკისა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტურიზმის სექტორში მცირედი კლება ფიქსირდება. კერძოდ, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლების მოცულობა ჯამურად $2 მლრდ გახდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.რაც შეეხება მოლოდინებს, საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, სექტორი ზრდის ტემპს დაუბრუნდება - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, ხოლო 2027 წლისთვის $5.3 მლრდ-ს მიაღწევს.მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ სტატისტიკაზეც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 51.9%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული დონე - $7.1 მლრდ შეადგინა.წინა თვესთან (მაისთან) შედარებით ივნისში რეზერვები 1.7%-ით არის გაზრდილი, რაც აბსოლუტურ მაჩვენებელში $115.8 მლნ-ის მატებას ნიშნავს.„რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და ასევე, სების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 ივლისს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.2%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

1784025215

კანადის მიერ აშშ-ის ღვინის შეზღუდვამ ქართული ღვინის იმპორტი 28.2%-ით გ...

ამერიკის ღვინის ეკონომიკის ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს საქართველოდან კანადაში იმპორტირებული ღვინის ღირებულება $1.23 მლნ-დან $1.58 მლნ-მდე გაიზარდა (+$0.35 მლნ).ბაზარზე მომხდარი ცვლილებები კანადის მიერ ამერიკულ პროდუქციაზე დაწესებულ ბლოკადას უკავშირდება. 2024-2025 წლებში აშშ-დან ღვინის იმპორტი $431.02 მლნ-დან $99.94 მლნ-მდე დაეცა, რაც დრამატული, 76.8%-იანი კლებაა (-$331.08 მლნ).ამერიკული პროდუქციის ჩანაცვლებით ყველაზე მეტად ევროპულმა გიგანტებმა იხეირეს: საფრანგეთი: იმპორტი 12.7%-ით გაიზარდა და $601.13 მლნ  შეადგინა (+$67.90 მლნ). იტალია: ზრდამ 6.6% შეადგინა და მოცულობა $509.83 მლნ-მდე გაიზარდა (+$31.48 მლნ). ესპანეთი: იმპორტი 10.2%-ით გაიზარდა ($148.18 მლნ). მნიშვნელოვანი მატება დააფიქსირეს ავსტრალიამ (+18.4%), ახალმა ზელანდიამ (+16.6%) და ჩილემ (+24.1%).მიუხედავად ცალკეული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ექსპორტის მატებისა, ამერიკული ღვინის დეფიციტის სრულად შევსება ვერ მოხერხდა. კანადის ღვინის მთლიანი გლობალური იმპორტი 7%-ით შემცირდა და $1.93 მლრდ შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის დანაკლისის თითქმის ნახევარი ბაზარზე უბრალოდ არ ჩანაცვლებულა.

1783935252

აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტზე 7%-იანი სატარიფო განაკვეთი მოქმედებს

სხვა ქვეყნების მაჩვენებლების ანალიზი აჩვენებს, რომ ევროკავშირის ძირითადი ღვინის ექსპორტიორი ქვეყნები უფრო მაღალი სატარიფო განაკვეთების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც განპირობებული იყო 2025 წლის განმავლობაში მათზე დაკისრებული სხვადასხვა დამატებითი ტარიფებით.კერძოდ, საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოებზე ეფექტურმა ტარიფმა 7.4% შეადგინა, იტალიაზე - 8.8%, ესპანეთზე - 9.3%, ხოლო გერმანიაზე - 9.3%. ყველაზე მაღალი ეფექტური სატარიფო განაკვეთი სლოვენიას (10%), ავსტრიასა (9.5%) და პორტუგალიას (9.4%) დაუფიქსირდათ.როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ტარიფები წლის განმავლობაში ეტაპობრივად იცვლებოდა. 4 აპრილამდე ისინი იბეგრებოდნენ ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნის სტანდარტული განაკვეთით (MFN), რაც ლიტრზე დაახლოებით 6.3 ცენტს შეადგენდა. 5 აპრილიდან 7 აგვისტომდე ტარიფს დაემატა 10%-იანი IEEPA ბაზისი, ხოლო 8 აგვისტოდან შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა და განაკვეთმა MFN-ს პლუს 15% შეადგინა.რაც შეეხება საქართველოს უშუალო მეზობლებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, სომხური ღვინის იმპორტზე ეფექტურმა ტარიფმა 6.7% შეადგინა, ხოლო მოლდოვა მნიშვნელოვნად დაბალი - 3.7%-იანი ნიშნულით სარგებლობდა.სატარიფო რეიტინგში ყველაზე შეღავათიანი პირობებით მექსიკა (0.0%) და კანადა (0.3%) ფიქსირდებიან, რაც მათსა და აშშ-ს შორის არსებული სავაჭრო შეთანხმებების შედეგია. საპირისპიროდ, ახალი ზელანდიიდან შეტანილი პროდუქცია 9.4%-ით დაიბეგრა, ხოლო ავსტრალიისა და ჩილეს მაჩვენებლებმა თანაბარი, 5.5% შეადგინა.

1782726433

ელზასური თეთრი ღვინოების გლობალური ექსპორტი მცირდება, თუმცა საქართველო...

ფრანგული საბაჟოს (DGDDI) მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული ანგარიშიდან, რომელსაც ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) აქვეყნებს, ვიგებთ, რომ საქართველოში ელზასური თეთრი ღვინის იმპორტის ღირებულება 2024 წლის €0.02 მლნ-დან 2025 წელს €0.04 მლნ-მდე გაიზარდა.საერთო ჯამში, ელზასური ღვინოების ტრადიციული საექსპორტო მოწინავე პოზიციებს კარგავენ, რაც გლობალური კლების მთავარი მიზეზია.უმსხვილეს ბაზრებზე მნიშვნელოვანი დანაკარგები დაფიქსირდა, კერძოდ: კანადაში ექსპორტი 11.2%-ით შემცირდა, აშშ-ში - 4%-ით, ხოლო ჩინეთში - 12.6%-ით.ტრადიციულ ბაზრებზე მიღებული ეს ზარალი მხოლოდ ნაწილობრივ დააბალანსა ისეთ ქვეყნებში დაფიქსირებულმა მატებამ, როგორებიცაა იაპონია (+8.5%) და სამხრეთ კორეა (+20.5%).AAWE-ის ანგარიშის თანახმად, ახალი და განვითარებადი ბაზრები, მიუხედავად მაღალი პროცენტული ზრდისა, ჯერ კიდევ საკმაოდ მცირეა საიმისოდ, რომ წამყვანი ქვეყნების ვარდნით გამოწვეული დანაკარგები სრულად აანაზღაუროს.

1782285320

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება

აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას,  Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში რეისები 09:00-ზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30-ზე.  ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს.

1781264147