თბილისი (GBC) - სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგომას 25 ან 26 სექტემბერს გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, წერს Politika.
„ნიუ-იორკიდან დაბრუნებისთანავე გადავდგები. სიტყვაზე ნუ დამიჭერთ, ეს 25 იქნება თუ 26 სექტემბერი, მაგრამ ასე იქნება“, - განაცხადა მან.
ვუჩიჩის თქმით, ის სერბეთში საკუთარი ავტომობილითა და მცირე სატვირთო მანქანით გადაადგილებას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს.
7 სექტემბერს სერბეთის მთავრობამ ვუჩიჩს პარლამენტის დათხოვნა შესთავაზა, რითაც პრემიერ ჯურო მაცუტის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
„არჩევნები არასდროს ყოფილა სახელმწიფოს სისუსტის ნიშანი. არჩევნები დემოკრატიული სერბეთის ურყევი ძალის დასტურია“, - განაცხადა მანამდე მაცუტმა.
სექტემბრის დასაწყისში ვუჩიჩმა განაცხადა, რომ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის საარჩევნო სიას უხელმძღვანელებს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდება.
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
