GE EN
სხვა სიახლეები
ვაშინგტონში ფინანსური ბაზრების განვითარების ეტაპებსა და ახალი ინდექსებ...

კონფერენციამ, სახელწოდებით „საბაზრო ინდექსების რეფორმა და წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები: მნიშვნელოვანი ეტაპი ფინანსური ბაზრის განვითარების გზაზე“ თავი მოუყარა ფინანსური სექტორის სხვადასხვა მიმართულების წამყვან ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს.მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური ბაზრების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ბაზრებზე. ასევე იმსჯელეს ახალი საბაზრო ინდექსების ფართო ფინანსურ სისტემაში დანერგვაზე.სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.

1776256122

SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო...

აუქციონი, სახელწოდებით „თანამედროვე და მოდერნისტული ქართული ხელოვნება“, გაიმართება თბილისში, 27 აპრილს. პარალელურად მოხდება აუქციონის პირდაპირი ჩართვა საერთაშორისო სააუქციონო პლატფორმებზე, რაც უზრუნველყოფს ლოტების გლობალურ ხილვადობასა და საერთაშორისო კოლექციონერებთან პირდაპირ წვდომას.კოლექცია მე-20 და 21-ე საუკუნის მხატვრების 90 ნამუშევარს მოიცავს და საქართველოს უნიკალური ვიზუალური ენით შესრულებულ რთულ ნარატივს წარმოაჩენს, რაც მისი კომპლექსური ისტორიით და მდიდარი კულტურული იდენტობით არის ჩამოყალიბებული.კოლექციონერები, დაწესებულებები, კურატორები, ასევე ხელოვნების დარგის პროფესიონალები, მოწვეულები არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ აუქციონში, რომელიც იშვიათ შესაძლებლობას იძლევა შეიძინოთ მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები სწრაფად განვითარებადი სახელოვნებო ბაზრიდან და ჩაერთოთ საქართველოს კულტურულ ნარატივში მისი განვითარების ამ გადამწყვეტ მომენტში.ეს ღონისძიება საერთაშორისო აუქციონების, მრავალმხრივი სახელოვნებო და საკოლექციო კატეგორიების გაფართოებული აქტივობების მუდმივმოქმედი პროგრამის დასაწყისის საწინდარია, რადგან კომპანია თბილისში თავის ხანგრძლივ მოღვაწეობას უყრის საფუძველს.უნდა აღინიშნოს, რომ ჰესსინკის საერთაშორისო აუქციონის სახლი პრესტიჟული დაწესებულებაა, რომელიც გამომსახველობითი და ძვირფასი კოლექციების განხრით სპეციალიზდება, დაწყებული ანტიკვარიატით, საიუველირო ნაკეთობებით, ვერცხლით, სამხედრო ნივთებით და აზიური ხელოვნებით დამთავრებული. განსაკუთრებით კი, ის იშვიათი საკოლექციო ნივთებით გამოირჩევა. მისი სათავო ოფისი მდებარეობს ნიდერლანდებში. კომპანია მოქმედებს გლობალურად და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აუქციონის სახლი დასავლეთ ევროპაში.ის ცნობილია გამორჩეული შედეგებითა და საერთაშორისო სააუქციონო რეკორდებით. მან გლობალური აღიარება მოიპოვა 2025 წელს, როდესაც რეკორდულ $2.5 მილიონ დოლარად გაყიდა უდიდესი გიბეონის მეტეორიტი. (R)

1776254388

ბრიტანეთი უკრაინას 120 ათას დრონს წლის ბოლომდე მიაწვდის

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც ბრიტანეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში ყველაზე დიდია, მოიცავს ათასობით შორ მანძილზე მოქმედ დამრტყმელ დრონს, სადაზვერვო და ლოგისტიკურ უპილოტო აპარატებს, ასევე საზღვაო საშუალებებს, რომლებმაც უკრაინის ფრონტის ხაზზე საბრძოლო გამოცდა უკვე გაიარეს. ახალი დრონების მიწოდება ამ თვეში უკვე დაიწყო.„ბრძოლებში გამოცდილი უპილოტო აპარატების ეს მნიშვნელოვანი გაძლიერება უკრაინულ ძალებს მისცემს იმ შესაძლებლობებს, რაც აუცილებელია საკუთარი ხალხის დასაცავად და რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბოლო კვირებში ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიპყრობილი - პუტინს სურს ჩვენი ყურადღების გადატანა, მაგრამ უკრაინელები განაგრძობენ ბრძოლას უდიდესი სიმამაცით და ვერაფერი მაიძულებს მათ ზურგი ვაქციოთ, სანამ მშვიდობას არ უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.ლონდონის ეს განცხადება იმ დროს გაჟღერდა, როდესაც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბერლინში მიემგზავრება უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 34-ე სხდომის თანათავმჯდომარეობისთვის, რომელშიც, სავარაუდოდ, 50 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.სხდომაზე ჰილი ასევე დაადასტურებს, რომ ბრიტანეთი უკრაინას მიმდინარე წელს ასობით ათას საარტილერიო ჭურვსა და ათასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტას გადასცემს. როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომა („რამშტაინის“ ფორმატი) გერმანიაში 15 აპრილს იმართება. მასში მონაწილეობას NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიღებს.ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ამ კვირაში დაგეგმილ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას კვლავ გამოტოვებს.

1776252544

მსოფლიო ბანკი საქართველოსთან „შუა დერეფნისა“ და ადამიანური კაპიტალის გ...

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, დაკავშირებადობის ხელშეწყობის, საგზაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.შეხვედრაზე ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა, განსაკუთრებით, შუა დერეფნის მიმართულებით.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, იუჯინ რუგენაათი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი,  საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

1776249775

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი WB-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად ტენდენციებზე, მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებზე, საინვესტიციო პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საუბარი, ასევე შეეხო გლობალური ეკონომიკის ტენდენციებს მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა აღნიშნა საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობის და სათანადო ბუფერების შექმნის კუთხით და კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობა.შეხვედრას დაესწრნენ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანტონელა ბასანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი იუჯინ რუგენაათი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი,  ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

1776247971

ნათია თურნავა - საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობა...

მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-სთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა შოკის, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად ირანთან დაკავშირებული მწვავე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო წარმოქმნილი რისკების მიმართ. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას.სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას აქვს საკმარისი რესურსები - ისტორიულად მაღალი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, დაბალი ფისკალური დეფიციტი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რათა წარმატებით გაუმკლავდეს ახალ გლობალურ გამოწვევებს.მისივე თქმით, დიალოგი არსებულ მწვავე გაურკვევლობასა და მის გლობალურ ეკონომიკაზე შესაძლო გავლენაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ სწორად დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები და პოლიტიკა.„მიღებული გვაქვს ადეკვატური ზომები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა ყოველთვის უზრუნველყოფილი იყოს",  - დასძინა ნათია თურნავამ.ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილება გლობალური მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები, სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკის განვითარება, ფინანსური სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება და ფინანსური ტექნოლოგიები.

1776247737