GE EN
სხვა სიახლეები
საგარეო ვალი გაიზარდა

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. ის მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.სმთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 69.3%-ია.სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.3 მლრდ აშშ დოლარი (29.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.7 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 733.9 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 483.0 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 907.2 მლრდ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 პროცენტი).საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.2 მლრდ აშშ დოლარი (11.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 10.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (8.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 8.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 83.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 29.9 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (10.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 10.1 პროცენტია.2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 11.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.  2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 733.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 470.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

1790777365

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უმჯობესდება - Q2/26-ისთვის 1.4%-ია

Q2/2026 - ში მიმდ. ანგარიშის დეფიციტმა 145.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით (პპ) გაუმჯობესდა და 1.4% შეადგინა. ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობაც მნიშვნელოვნად შემცირდა და 2.5% შეადგინა.ეკონომიკის ნაკლებად იმპორტინტენსიური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების ფონზე, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი საქონლით ვაჭრობის ბალანსმა შეიტანა. კერძოდ, საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები კვლავ მზარდია. მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 20.2%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ამავე პერიოდში საქონლის იმპორტი 10.1%-ით გაიზარდა. შედეგად, საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესების ფონზე, სავაჭრო დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წლიურად 2.7 პპ-ით გაუმჯობესდა და 14.9% შეადგინა.მიმდინარე ანგარიშის მშპ-სთან ფარდობის გაუმჯობესებას ასევე ხელი შეუწყო შემოსავლებისა და მიმდინარე ტრანსფერების ანგარიშის გაუმჯობესებამ. ამავდროულად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ კომპიუტერული და საინფორმაციო (ICT) მომსახურების ექსპორტმა შეიტანა, რომელიც წლიურად 79.8%-ით გაიზარდა და მშპ-ის 3.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ICT სექტორის დადებითმა დინამიკამ მნიშვნელოვნად დააბალანსა მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირების უარყოფითი გავლენა მომსახურების ბალანსზე. ამასთან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კლება ზომიერი იყო, რადგან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემცირებული შემოსავლები სხვა ქვეყნებიდან მზარდმა შემოდინებებმა დააბალანსა. კერძოდ, მეორე კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით, ხოლო მათი მშპ-სთან ფარდობა 1.8 პპ-ით 10.5%-მდე შემცირდა.მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რჩება, რომლის მოცულობამ 2026 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით მშპ-ის 4.5% შეადგინა.წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

1790777033

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაგვიუარესდა

სებ-ის ინფორმაციით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 265.2 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 22.2 მლრდ აშშ დოლარია (58.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 1.3 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 54.6 მლრდ აშშ დოლარი (144.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა პერიოდის მაჩვენებელზე 1.6 მლრდ აშშ დოლარით მეტია.წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

1790776643

მომგებიან ბანკებში კრედო დაწინაურდა

ყველაზე კმაყოფილი  საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციონერები არიან. ინვესტირებულ ყოველ 100 ლარზე ROE >31 ლარია. თიბისი კოეფიციენტი 24%-მდეა .შემცირებულია კაპიტალზე ბაზისბანკის უკუგების მაჩვენებელი, რაც ნაწილობრივ სექტორში დიდ გამსხვილებას უკავშირდება (ჩინური ჰუალინგ ჯგუფი ლიბერთის მიერთების პროცესს გაისად ასრულებს). მომგებიანებში კი მის კუთვნილ მე-4 ადგილზე ამ დროისთვის კრედო პოზიციონირებს.TOP - 8 ბანკი კაპიტალზე უკუგებით (ROE)

1790772101

საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგა...

საქართველოს ბანკის Agent orchestrator აგენტების სისტემაა, რომელიც პროგრამული დეველოპმენტის გუნდების წევრის როლში მუშაობს. მას შეუძლია დავალების მიღებიდან საბოლოო შედეგამდე თავად მოიპოვოს საჭირო კონტექსტი, დაგეგმოს სამუშაო, დაწეროს და დატესტოს კოდი და წარადგინოს ის განხილვისთვის. ამასთან, ყველა მნიშვნელოვანი ეტაპს თანამშრომელი აკონტროლებს და წარმოებაში კოდის გაშვებამდე საბოლოო გადაწყვეტილებას დეველოპერი იღებს.Agent orchestrator საქართველოს ბანკის IT გუნდმა შექმნა და ის უკვე რეალურ სამუშაო პროცესში გამოიყენება. სისტემა რამდენიმე AI მოდელს აერთიანებს და ბანკის საკუთარი კოდის ბაზაზე შექმნილ ტექნიკურ ცოდნას იყენებს. მისი ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ტრადიციულ AI coding assistant-ებთან შედარებით ისაა, რომ თანამშრომლის მუდმივი მითითებების ნაცვლად, Agent orchestrator იღებს კონკრეტულ დავალებას და მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ შედეგს წარადგენს.„AI-ის გამოყენებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნოლოგიის შესაძლებლობების დემონსტრირება, არამედ ის, თუ როგორ შეიძლება მან რეალურად შეცვალოს სამუშაო პროცესი. Agent orchestrator სწორედ ასეთი მიდგომის მაგალითია - სისტემას ვაძლევთ ამოცანას, ის თავად გადის სამუშაოს ძირითად ეტაპებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებასა და ხარისხის კონტროლში ადამიანს ცენტრალური როლი რჩება. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, დეველოპერებმა მეტი დრო დაუთმონ იმ ამოცანებს, სადაც გამოცდილება, კრეატიულობა და გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო“, — აცხადებს ვაჟა მანტუა, საქართველოს ბანკის IT დირექტორი.DataIQ Awards მონაცემთა, ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. 2026 წლის კონკურსში საქართველოს ბანკი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა: Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა DataIQ Awards 2026-ზე ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო. ბანკმა გაიმარჯვა როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით გამორჩეული გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობის მიმართულებებით. 

1790769720

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღ...

ერთი გამჭვირვალე ყოველთვიური სააბონენტო მოდელის ფარგლებში, TBC Concept 360 აერთიანებს Visa-სა და Mastercard-ის სადებეტო ბარათებს, Turkish Airlines-თან თანამშრომლობით შექმნილ სამოგზაურო ბარათს, Ertguli საკრედიტო ბარათის ქეშბექს, პერსონალური ბანკირის კონსულტაციას, Visa Concierge-ის მომსახურებასა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან უპირატესობებს.მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის, რომელთა ცხოვრების სტილი ხშირ საერთაშორისო მოგზაურობას, პრემიუმ გამოცდილებებსა და ფინანსურ მოქნილობას მოიცავს, TBC Concept 360-ის საბარათე შეთავაზება აერთიანებს ყოველდღიურ ფინანსურ აქტივობასა და ცხოვრებისეულ ღირებულებებს ერთიან საბანკო გამოცდილებად.საბარათე შეთავაზებების მიმართულებით გამოირჩევა ერთგული Visa Platinum საკრედიტო ბარათი, რომელსაც წლიური მომსახურების საკომისიო არ აქვს. აღნიშნული ბარათით, საქართველოში ნებისმიერ POS-ტერმინალზე  ყოველი გადახდისას, მომხმარებლები თანხის 2%-ს ქეშბექის სახით იბრუნებენ. თიბისის 5,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში კი,  ქეშბექის ოდენობა 12%-მდე იზრდება.The Digital Banker-ის საერთაშორისო ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისის მისიას - შექმნას ისეთი ციფრული პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მომხმარებლების რეალურ საჭიროებებსა და ფინანსურ მოთხოვნებს პასუხობს და მათ უმარტივებს ცხოვრებას.

1790767294