ოქრო NYMEX(უნც.)  1232.70  +0.63%    |    პლატინა (უნც.)  826.60  +0.50%    |    ვერცხლი (უნც.)  14.64  +0.40%    |    პალადიუმი NYMEX  1107.90  +0.02%    |    ნიკელი (ტონა)  12.435  -0.18%    |    ალუმინი (ტონა)  2009.50  +0.27%    |    ნავთობი (Brent)  79.41  -0.53%    |    გაზი(NYMEX)  3135  -0.10%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.84  -0.36%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  117.75  -3.56%    |    ხორბალი (ტონა)  507.75  +0.03%    |   
 USD 2.7082        EUR 3.1063        GBP 3.5163        RUB 4.1425        UAH 0.9621        AZN 1.5973        AMD 5.5908      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გიორგი ბაჩიაშვილი: სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში
12 ოქტომბერი, 2018, 12:51
გიორგი ბაჩიაშვილი: სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში

თბილისი (GBC) – ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული  „საქართველოს სათბურის კორპორაცია“ წელს პირველად გავა ნულოვან მოგებაზე, - სათბურის პროექტის დაბალეფექტიანობაზე „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელმა 1tv.ge-სთან ისაუბრა.

გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ  სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში, რადგან ქვეყანაში მწირია  თანამედროვე ექსპერტიზა და ამავდროულად, ბაზარი გახსნილია ყველანაირი იმპორტისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნები პირდაპირ ან ირიბად ასუბსიდირებენ.

„თავიდანვე გასაგები იყო, რომ 30 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ვერ გაამართლებდა, რადგან თურქეთიდან შემოდის ძალიან ბევრი სუბსიდირებული და დაბალი ხარისხის ბოსტნეული. აქაც, ბიძინა ივანიშვილის დაჟინება იყო, რომ ადგილობრივი წარმოება გაგვევითარებინა. უკვე სამი წელიწადია რაც ვმუშაობთ და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც ნულოვან მოგებაზე გავალთ“, - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

ევროპული დანადგარებით აღჭურვილ, მაღალტექნოლოგიურ სასათბურე კომპლექსში წარმობული ბოსტნეულის კულტურების რეალიზაცია ამჟამად ხდება როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. სათბურში  235 ადამიანია დასაქმებული.

მან რძის წარმოების პროექტზეც ისუბრა, რომლის განხორციელება ფონდმა 2014 წელს დაიწყო.

“ამ პროექტს საერთოდ ისეთი რისკები ჰქონდა, რომ შეიძლებოდა თეთრიც კი ვერ ამოგვეღო ამ ბიზნესიდან. 4 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეთ მოსამზადებელ სამუშაოებში და ბოლოს იმით შევძელი გადამერწმუნებინა ბიძინა ივანიშვილი, რომ ადგილობრივ, ისედაც მცირე შემოსავლიან ფერმერებს კიდევ უფრო გაუჭირდებოდათ გადარჩენა გაზრდილ კონკურენციაში“, - ამბობს ბაჩიაშვილი.

ახლა ამ მიწებზე ისევ ბიძინა  ივანიშვილის მოთხოვნით, ამ მიწებზე თხილის ბაღი გაშენება ხდება.

200 ჰექტარი თხილი უკვე დაირგა და კიდევ დამატებით 6 მილიონ დოლარი დაიხარჯება 500 ჰა-ს დარგვაში.

„ჩემი აზრით, ეს ინვესტიციაც საკმაოდ დიდი და სარისკოა სოფლის მეურნეობის ბიზნესისთვის, თუმცა, მას უნდოდა, რომ აბაშის რეგიონშიც დაპირებისამებრ დასაქმებულიყო ხალხი და ისეთი პროდუქცია შეგვექმნა, რომელიც წვრილ ფერმერებთან კონკურენციაში არ შევიდოდა“, - აცხადებს თანაინვესტირების ფონდის CEO.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები