თბილისი (GBC) – ილიაუნის სტუდენტებმა, რომლებიც ესპანურ ენას სწავლობენ, სამშაბათს წიგნიდან "მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩიელი" ამონარიდების საჯარო კითხვა გამართეს. ღონისძიება ესპანური ენის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც აღნიშნული წიგნი ავტორის, ლეგენდარული მწერლის მიგელ სერვანტესის გარდაცვალების დღეს არის დაწესებული. 

„ეს განსაკუთრებული დღეა მთელი მსოფლიოს ესპანისტებისთვის და ბედნიერი ვართ მასში მონაწილეობით“, – უთხრა ესპანური საინფორმაციო სააგენტოს EFE–ს ილიაუნის ესპანური ენის პედაგოგმა ია კარგარეთელმა.

მისი თქმით, „იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც ესპანური ენის შესწავლა სურთ, მუდმივად მზარდია“.

„დღეს ჩვენს უნივერსიტეტში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სერვანტესის ინსტიტუტთან, ესპანურ ენას დაახლოებით 100 სტუდენტი სწავლობს“, – თქვა ია კარგარეთელმა.

თბილისში, მარტის ბოლოს, ესპანისტების საზოგადოება დაფუძნდა, რომლის მიზანია ესპანური ენის პოპულარიზაცია და კულტურული გავშირების დამყარება მსოფლიოს ესპანურენოვან ქვეყნებთან.

ესპანურ ენას დღეს საქართველოში 20–მდე კერძო სკოლასა და რამდენიმე მსხვილ უნივერსიტეტში ასწავლიან.

2025 წელს ჩილეში ესპანისტების საერთაშორისო ასოციაციის ტრადიციული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლები პირველად მიიღებენ მონაწილეობას.