თბილისი (GBC) – თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა (თცბ) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2002 წლის მაქსიმუმის ნიშნულზე შეინარჩუნა – წლიური 50%.

თცბ–ის მიერ გავრცელებული პრეს–რელიზის თანახმად, რეგულატორი მკაცრ ფულად–საკრედიტო პოლიტიკას მანამდე შეინარჩუნებს, ვიდრე არ მოხდება ინფლაციის და ინფლაციური მოლოდინების შესამჩნევი და მდგრადი შემცირება.

ამასთან, თცბ იმის პირობასაც დებს, რომ ინფლაციური პროცესების გაუარესების შემთხვევაში ფულად–საკრედიტო პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს.