აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა
ქვემოთ მოცემულ ცხრილში
წარმოდგენილია
სამომხმარებლო კალათაში
შემავალი საქონლისა და
მომსახურების ჯგუფების
ფასების პროცენტული
ცვლილება და შესაბამისი
წვლილი ინფლაციის მთლიან
მაჩვენებელში წინა
თვესთან
შედარებით.საქსტატის
ინფორმაციით, ყოველთვიური
ინფლაციის მაჩვენებლის
ფორმირებაზე ძირითადი
გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:ტანსაცმელი და
ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები
გაიზარდა 2.8%-ით, რაც თვის
ინფლაციაზე 0.1 პ.პ-ით აისახა.
ფასები მომატებულია
როგორც ფეხსაცმლის (5.1%), ისე
ტანსაცმლის (1.9%)
ქვეჯგუფებზე;ტრანსპორტი:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
0.7%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
0.07პ.პ-ით. ფასები გაიზარდა
სატრანსპორტო
მომსახურებაზე (1.5%) და
პირადი სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლუატაციაზე
(0.7%);ალკოჰოლური სასმელები,
თამბაქო: წინა თვესთან
შედარებით ფასები
მომატებულია 0.7%-ით.
შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა თვის ინდექსში
0.05პ.პ შეადგინა. ფასები
გაზრდილია როგორც
ალკოჰოლურ სასმელებზე (1%),
ისე თამბაქოს ნაწარმზე
(0.4%).ქვემოთ მოცემულ ცხრილში
წარმოდგენილია
სამომხმარებლო კალათაში
შემავალი საქონლისა და
მომსახურების ჯგუფების
ფასების პროცენტული
ცვლილება და შესაბამისი
წვლილი 2024 წლის აპრილის
წლიური ინფლაციის მთლიან
მაჩვენებელში.საქსტატის
მონაცემებით, წლიური
ინფლაციის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:ტრანსპორტის
ჯგუფში ფასები გაიზარდა
11%-ით, რაც 1.29პ.პ-ით აისახა
მთლიან ინდექსზე. ფასები
მომატებულია პირადი
სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლუატაციაზე (15.1%),
სატრანსპორტო
საშუალებების შეძენაზე (4.9%)
და სატრანსპორტო
მომსახურებაზე
(4.2%);სხვადასხვა საქონელი და
მომსახურება: ჯგუფში
ფასები გაზრდილია 9.6%-ით, რაც
წლიურ ინდექსზე 0.51პ.პ-ით
აისახა.ფასების მატება
დაფიქსირდა
ქვეჯგუფებზე: საფინანსო
მომსახურება (21.9%), პირადი
ნივთები, სხვა
კატეგორიებში ჩაურთველი
(15.8%), დაზღვევა (3.9%) და პირადი
ჰიგიენა (3.4%);ალკოჰოლური
სასმელები, თამბაქო: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 5%-ით, რაც
წლიურ ინფლაციაზე 0.34პ/პ-ით
აისახა. ფასები გაიზარდა
როგორც ალკოჰოლურ
სასმელებზე (6.3%), ისე
თამბაქოს ნაწარმზე
(3.7%)სურსათს და უალკოჰოლო
სასმელებს რაც შეეხება,
საქსტატის ინფორმაციით,
ჯგუფში ფასები შემცირდა
1.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
-0.53პ.პ-ით აისახა. ფასების
კლება დაფიქსირდა შემდეგ
ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი
(-12.6%),ბოსტნეული და ბაღჩეული
(-7.9%),პური და პურპროდუქტები
(-7.6%),რძე, ყველი და კვერცხი
(-4.5%),შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (-1.5%).ამასთან,
ფასები გაზრდილია
ქვეჯგუფებზე: ხილი და
ყურძენი (37.9 %),მინერალური და
წყაროს წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (4.3%),ყავა, ჩაი და
კაკაო (3.9%),ხორცი და ხორცის
პროდუქტები (2.6%), კვების
სხვა პროდუქტები
(2.4%),თევზეული (0.8%).
1714634829