თბილისი (GBC) - ბანკების აქტივები მარტში 1 მილიარდით 81 მლრდ ლარამდე გაიზარდა. პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15- საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

სების სტატისტიკურ ანგარიშგებაში, ბაზარზე ახლად შესული ციფრული ბანკებიდან, პეისერასთან ერთად უკვე მონაწილეობს "პეივიც", 5.6 მლნ ლარამდე აქტივით. სისტემაში ჯერ არ არის "ჰეში". თუმცა სამივე, სატესტო რეჟიმში ყოფნის სტატუსს ინარჩუნებს.

Q1/2024- ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის კაპიტალი 12.1 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15 პროცენტია.

 

 Q1/2024

  (000 ₾)

1

საქართველოს ბანკი 

31 309 830

2

თიბისი ბანკი

31 252 500

3

ლიბერთი ბანკი

4 290 765

4

ბაზის ბანკი

3 442 109

5

კრედო ბანკი

2 509 826

6

ქართუ ბანკი

1 885 779

7

პროკრედიტ ბანკი

1 839 732

8

ტერა ბანკი

1 702 818

9

ხალიკ ბანკი

869 241

10

პაშაბანკი

525 722

11

იშ ბანკი

484 734

12

ვითიბი

454 707

13

ზირაათ ბანკი

220 945

14

სილქ ბანკი

180 483

15

პეისერა

  11 570

16

პეივბანკი

    5 581