თბილისი (GBC) - Visa-მ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან პარტნიორობით, დავით აღმაშენებლის სახ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გახსნა
გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა.
ლაუნჯი II სართულზე 270 მ²-ს მოიცავს და შედგება რამდენიმე ფუნქციური ზონისგან: მოსასვენებელი, სამუშაო, საბავშვო და კვების სივრცეებისგან და მეორე სართულზე მდებარე „თიბისი კონცეპტის“ ზონისგან. ლაუნჯის ინტერიერში ჰარმონიულადაა შერწყმული Visa-ს თანამედროვე, მინიმალისტური ბრენდ-იდენტობა და ადგილობრივი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა. ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობის წარმოსაჩენად ლაუნჯის კედლებზე გამოსახულია პროექციები არგონავტების მითიდან. ბიზნეს ლაუნჯს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მართავს და ის პირველ მგზავრებს 2026 წლის 29 მაისიდან ღებულობს.
საქართველოში გაცემული Visa-ს პრემიუმ ბარათების: Visa Platinum-ის, Visa Signature-ისა და Visa Infinite-ის – მფლობელები ლაუნჯში შესვლას უფასოდ შეძლებენ წინასწარგანსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის ფარგლებში, შესაბამისი წესებისა და პირობების გათვალისწინებით.
„მოხარული ვარ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Visa-ს მხარდაჭერით პირველი ბიზნეს ლაუნჯი ოფიციალურად გაიხსნა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტრატეგიული ინვესტიციაა საქართველოს ტურისტული ეკოსისტემის გაძლიერებასა და მგზავრებისთვის პრემიუმ გამოცდილების შექმნაში. ჩვენი მიზანი იყო, ერთ კომფორტულ სივრცეში ორგანულად წარმოგვეჩინა Visa-ს გლობალური ბრენდ-იდენტობა და ქუთაისის მდიდარი ისტორიული წარსული. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და თიბისი ბანკს თანამშრომლობისთვის, რის შედეგადაც ეს პროექტი რეალობად იქცა“, – განაცხადა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად ხსნის თავის პირველ ბიზნეს ლაუნჯს, რაც აეროპორტისთვის მორიგ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს ახალი სივრცე მგზავრებს შესთავაზებს მეტად კომფორტულ და პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას გამგზავრებამდე, გააუმჯობესებს აეროპორტის ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს მის ზრდის დინამიკას. მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო Visa-ს პარტნიორობისა და ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა.
„თიბისის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის საჭიროებების ზუსტად განსაზღვრა და მათზე სწრაფი რეაგირებაა. ჩვენი მომხმარებლებისთვის მგზავრობისას დრო და კომფორტი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თიბისი კონცეპტისა და Visa-ს მხარდაჭერით შექმნილი ბიზნეს ლაუნჯი იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მომხმარებლები ფრენამდე დასვენებას ან მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელებას შეძლებენ“, - გიორგი თხელიძე თიბისის გენერალური დირექტორი”, – თქვა თიბისის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი თხელიძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Visa-ს მხარდაჭერით გახსნილი ბიზნეს ლაუნჯი ქვეყნის ტურიზმის სექტორში Visa-ს უახლესი ინოვაციური ინიციატივაა. ის ასახავს კომპანიის გრძელვადიან მხარდაჭერას ქვეყნის, როგორც რეგიონის წამყვანი ტურისტული მიმართულების, განვითარებისა და ფართო ტურისტული ეკოსისტემის გაძლიერებას.