სებ-ის ლიცენზირებულ VASPs-ის რეესტრში. უკვე 7 ციფრული საფულეა. რეგულატორმა დაარეგისტრირა ვაითბითი, კრიპტობირჟა, იგივე ციფრული საფულე, რომლის ბარათს საფორთს (ტექნიკური მხარდაჭერა) უწევს მისივე PSP (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) ფეიუნიქარდი.

სებ-ის ინფორმაციით, WhiteBIT-ი უკვე ფლობს VASP-ის ლიცენზიას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მ.შ. ესპანეთსა და ლიეტუვაში. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი WhiteBIT-მა დატოვა რუსეთის ბაზარი.

მიმოქცევაშია WhaitBIT  ბარათი W/B Card -ით თანხის ბანკომატით განაღდებაა შესაძლებელი. ტრეიდერი კრიპტობირჟაზე ნავაჭრს ბარათზე გადაიტანს და გაანაღდებს 3 ვალუტაში, ლარში დოლარსა და ევროში.

როგორც იცით, ციფრული საფულის  სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5 000 ლარია. ასევე როგორც გაცხადებულია, კრიპტო აქტივების სავაჭრო პლატფორმების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურება. VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.